შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები საფრანგეთში

2016 წლის 29 მარტს, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვივნენ, სადაც ისინი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა მიიღო.

JPEG - 96.9 ko
Rencontre des ministres de l’Intérieur français et géorgien/საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა
JPEG - 81 ko
Rencontre au ministère de l’Intérieur à Paris/შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში პარიზში

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისით, კერძოდ მიგრაციის ნაკადებისა და საზღვრების კონტროლის, ასევე უსაფრთხო სამგზავრო დოკუმენტების კუთხით.

JPEG - 95.7 ko
Le Ministre Bernard Cazeneuve avec les ministres géorgiens/მინისტრი ბერნარ კაზნევი ქართველ მინისტრებთან ერტად

საუბრისას მინისტრები ასევე შეეხნენ არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის საკითხებს და აღნიშნეს, რომ საჭიროა ორ ქვეყანას შორის პოლიციური თანამშრომლობის გაძლიერება ამ პრობლემებთან უკეთესად საბრძოლველად.

JPEG - 102.4 ko
Rencontre au ministère de l’Intérieur à Paris/შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში პარიზში
JPEG - 112.5 ko
Rencontre au ministère de l’Intérieur à Paris/შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში პარიზში

publie le 14/04/2016

hautdepage