შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთში

2016 წლის 3-7 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის შალვა ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, სასწავლო ვიზიტით ეწვია საფრანგეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების და კრიმინალური პოლიციის შენაერეთების ორგანიზაციული მოწყობისა და ფუნქციონირების გაცნობის მიზნით.

JPEG - 72.6 ko
Visite d’études en France/ სასწავლო ვიზიტი საფრანგეთში

დელეგაციას ახლდა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე, პოლიციის მაიორი ბრუნო ბალდუკი. დელეგაციას შეხვდნენ მირეი ბალესტრაზი, საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დირექტორი და პასკალ ლალი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური დირექტორი.

JPEG - 49.4 ko
Visite de la délégation géorgienne en France/ საქართველოს დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთში

დელეგაცია ეწვია პარიზის მე-19 რაიონის პოლიციის განყოფილებას და ვალ დ’უაზის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტულ სამმართველოს.

JPEG - 83.8 ko
Visite de la délégation géorgienne en France/ საქართველოს დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთში

publie le 05/04/2016

hautdepage