შსს-სთვის ორგანიზებული Galette des Rois

საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით, კლუბ „ბექსტეიჯში“ გაიმართა ფრანგული ტრადიციული საღამო - « Galette des Rois »*, რომელსაც საფრანგეთის ელჩი - ბ-ნი პასკალ მენიე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც დაესწრნენ. საფრანგეთის ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ბრწყინვალე თანამშრომლობას, როგორც პოლიციასთან ურთიერთობის, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მხრივ.

JPEG - 139.6 ko
საფრანგეთის ელჩი ბ-ნი პასკალ მენიე

საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ატაშემ მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა ქართველ სტუმრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, საღამოს ასევე დაესწრნენ იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებიც. მოწვეულნი იყვნენ სხვა ქვეყნების პოლიციის ატაშეებიც. ტრადიციისამებრ, საღამოზე გამოვლინდნენ მეფეები და დედოფლები.

JPEG - 210.6 ko
საღამოს ერთ-ერთი დედოფალი

საღამომ კარგ მუსიკალურ გარემოში ჩაიარა: შესრულდა რამდენიმე ფრანგული სიმღერა, რამაც ჩვენი ქართველი მეგობრების განსაკუთრებული მოწონება დამისახურა.

* „გალეტ დე რუა“ - მეფეთა ნამცხვარი, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიცია: ცხვება სპეციალური ნამცხვარი, რომელშიც თავსდება რამდენიმე ცერცვის მარცვალი. ის, ვისაც შეხვდება მარცვალი, ხდება მეფე ან დედოფალი.

JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG
JPEG

publie le 03/02/2017

hautdepage