ძიუდო : ქართველთა ორი მედალი მინიმის 10-ე საერთაშორისო ტურნირზე საფრანგეთში [fr]

2019 წლის 9 მარტს, სენ-სიპრიენის (აღმოსავლეთ პირენეები) ძიუდოს კლუბმა მინიმის 10-ე საერთაშორისო ტურნირი გამართა ძიუდოში 13 და 14 წლის ძიუდოისტებისთვის.

ტურნირის მნიშვნელობისა და მისი რეგინული, ევროპული და საერთაშორისო მასშტაბის გათვალისწინებით, საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციამ მას « საუკეთესო » ხარისხის ნიშანი მიანიჭა. წელს, შეჯიბრში, რომელიც ძიუდოისტების ამ ასაკობრივ კატეგორიაში სამაგალითოდ ითვლება, 600-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან ერთ მესამედზე მეტი უცხოთიდან იყო.

აჭარის რეგიონის ორმა ქართულმა გუნდმა, 5 ძიუდოისტისა და 2 მწვრთნელის შემადგენლობით, პირველად მიიღო მონაწილეობა ამ მაღალი დონის ტურნირში. გარდა იმისა, რომ აღნიშნულ შეჯიბრს ქართული ძიუდიოს ხარისხი და დონე შეჰმატეს, ქართველმა სპორტსმენებმა ორი მედალი, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.

სპორტის საბრძოლო სახეობებში ქართველები საუკეთესო დონით გამოირჩევიან. აღნიშნულ სახეობებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებში და, გარდა ამისა, გადამწყვეტ როლს თამაშობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის საკითხში.

მინიმის 11-ე საერთაშორისო ტურნირი სენ-სიპრიენში 2020 წლის 7 მარტს გაიმართება. ტურნირის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : https://www.facebook.com/tournoi.judo.saint.cyprien/

JPEG

გამოქვეყნებულია 15/03/2019

გვერდის დასაწყისი