წინანდლის მუზეუმისთვის ნახატების გადაცემა [fr]

მხატვარმა ფრანსუა-მარი ანტონიოზმა წინანდლის მუზეუმს თავისი 36 ნამუშევარი გადასცა. ეს ნახატები მხატვრის შემოქმედებას სრულად ასახავს.

წინანდლის მუზეუმისთვის ფრანსუა-მარი ანტონიოზის ნამუშევრების გადაცემა, 2019 წლის 23 ივნისს, ოფიციალური ცერემონიით აღინიშნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ქ-მა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები და ფრანკოფონი მოღვაწეები სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის წინანდალში ჩავიდნენ.

ფრანსუა-მარი ანტონიოზი, რომლის შემოქმედებაც აბსტრაქტული და სიმბოლური ტრადიციების გზაჯვარედინზეა, თავს პიკასოსა და ბალთუსის მემკვიდრედ მიიჩნევს.

კოლექციაში შედის მხატვრის დედისადმი, ჟენევიევ დე გოლი-ანტონიოზისადმი მიძღვნილი ნამუშევარი. ეს უკანასკნელი საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, გენერალ დე გოლის ძმისშვილი, ადამიანის უფლებებისთვის და სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი გახლდათ, რომლის ნეშტიც პანთეონში 2015 წელს გადაასვენეს.

გამოქვეყნებულია 08/07/2019

გვერდის დასაწყისი