ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში - მადლობის გზავნილი [fr]

საფრანგეთის საელჩო საქართველოში მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს მათ მიერ საფრანგეთისთვის გამოხატული თანაგრძნობისა და სოლიდარობისთვის და სურვილისთვის, რომ წვლილი შეიტანონ, 15 აპრილს, ცეცხლის მიერ ნაწილობრივ განადგურებული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში.

მათ, ვისაც სურს, დახმარება გაიღოს და საკათედრო ტაძრის აღდგენის სასარგებლოდ მსოფლიო მობილიზაციას შეუერთდეს, ვურჩევთ, ეს უსაფრთხოების დაცვით გააკეთოს, საფრანგეთის მთავრობის ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით ➡ www.rebatirnotredame.gouv.fr

გამოქვეყნებულია 20/05/2019

გვერდის დასაწყისი