ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის AFD-ს მხარდაჭერა [fr]

26 მარტს, ხელი მოეწერა 7,15 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო დაფინანსების შეთანხმებას საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის, საქართველოში საფრანგეთისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით.

ევროკავშირის ეს საგრანტო ხელშეკრულება ერთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილ საკრედიტო ხაზს, რომლის მიზანსაც ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და გაფართოება წარმოადგენს, ისევე როგორც აღნიშნულ სფეროში მომსახურების გაუმჯობესება. წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის დაფინანსების გარდა, შეთანხმება აძლიერებს პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, UWSCG-ის ოპერაციულ შესაძლებლობებს.

პროექტის მიზანს წარმოადგენს, ადგილობრივ დონეზე უკეთეს წყალმომარაგებასა და წყალარინების მომსახურების დანერგვა, ხოლო ეროვნულ დონეზე - მუშაობის ეფექტურობის გაზრდა, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში UWSCG-ის მიერ მიღებული გამოცდილების საფუძველზე.

გამოქვეყნებულია 19/04/2021

გვერდის დასაწყისი