ხელოვნებისა და ლიტერატურის კავალრის ორდენის გადაცემა ქ-ნ თამარ გაჩეჩილაძესთვის [fr]

2019 წლის 30 ივლისს, ბ-ნმა პასკალ მენიემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ხელოვნებისა და ლიტერატურის კავალრის ორდენი ქ-ნ თამარ გაჩეჩილაძეს, ქართველ შეფ-მზარეულს გადასცა.

ეს ჯილდო მან დაიმსახურა საფრანგეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის განმტკიცების სასარგებლოდ განხორციელებული ქმედებებისთვის. რამდენიმე საერთაშორისო კულინარიული აკადემიის, სახელდობრ საფრანგეთის « რიც ესკოფიეს » სკოლის დიპლომის მფლობელი, ქ-ნი გაჩეჩილაძე უკვე მრავალი წელია ფრანგული სამზარეულოს ღირსებას წარმოაჩენს, კერძოდ ფრანგული გასტრონომიის პოპულარიზაციის მნიშვნელოვან ღონისძიებაში « საფრანგეთის გემო » მონაწილეობით და « კულინარიუმში » სამზარეულოსადმი მიძღვნილი ფრანგული ენის კურსების მასპინძლობით, რომლებსაც საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი უწევს ორგანიზებას.

2018 წელს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პატრონაჟით და ვარსკვლავის მფლობელ ფრანგ მზარეულთან, სტეფან ლარუელთან ერთად, რესტორან « შიბერტაში » ოთხ ხელში მომზადებული ვახშმით, ქ-მა გაჩეჩილაძემ შეძლო, წარმოეჩინა საფრანგეთისა და საქართველოს კულინარიული მემკვიდრეობები და ნიადაგთან მათი მჭიდრო კავშირისთვის გაესვა ხაზი.

1959 წელს შექმნილი ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ გაცემული მნიშვნელოვანი საპატიო ჯილდოა. იგი მიენიჭება « პიროვნებებს, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთი ქმნილებით ხელოვნებისა თუ ლიტერატურის სფეროში, ან წვლილით, რომელიც მათ შეიტანეს, საფრანგეთსა და მსოფლიოში, ხელოვნებისა და ლიტერატურის სიდიადეში ».

ხელოვნებისა და ლიტერატურის კავალრის ორდენის გადაცემა ქ-ნ თამარ გაჩეჩილაძესთვის

ფოტო: საფრანგეთის საელჩო

გამოქვეყნებულია 22/08/2019

გვერდის დასაწყისი