ჯანმრთელობის საშვი უცხოეთში ვაქცინაციის შემთხვევაში (პროცედურა არაევროპელი, საფრანგეთში დროებით მყოფი უცხოეთის მოქალაქეებისთვის და სტუდენტებისთვის) [fr]

საფრანგეთში ჯანმრთელობის საშვი გაიცემა ნეგატიური ტესტის პასუხის ან ვაქცინაციის სრული კურსის მქონე პირებზე, ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული ან გათანაბრებული ვაქცინების შემთხვევაში.

არაევროპელი ტურისტებისთვის და სტუდენტებისთვის საფრანგეთში ყოფნის გამარტივების მიზნით, არსებობს 2 პროცედურა ჯანმრთელობის საშვთან გათანაბრებული QR კოდის მოპოვებისთვის, რომელიც მოქმედებს საფრანგეთის ტერიტორიაზე.

ეს 2 პროცედურა მოქმედებს უცხოელი, არაევროპელი ტურისტებისა და საფრანგეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტებისთვის.

შეგახსენებთ: დროებითი QR კოდი ასევე შესაძლებელია გასცეს სამედიცინო სფეროს მუშაკმა PCR ან ანტიგენ ტესტზე უარყოფითი პასუხის შედეგად.

ვის შეუძლია მოითხოვოს ჯანმრთელობის საშვი?

თუ ვაქცინაცია ჩაიტარეთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ერთ-ერთში: ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ალბანეთი, ანდორა, ფარერის კუნძულები, ისრაელი, ლიხტენშტაინი, ჩრდილოეთი მაკედონია, მაროკო, მონაკო, ნორვეგია, პანამა, გაერთიანებული სამეფო (ინგლისი, შოტლანდია, ჩრდილოეთი ირლანდია და უელსი), სან-მარინო, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა, ვატიკანი, თქვენი ვაქცინაციის ქვეყანა გასცემს ევროკავშირის ციფრულ COVID სერთიფიკატს, რომელიც მოქმედებს საფრანგეთში ან, გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში, ციფრული ფორმატის ფორმას, რომელიც ასევე მოქმედებს საფრანგეთში. ამ შემთხვევაში თქვენი საშვის კონვერტაციის საჭიროება არ არის.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლისთვისაც ეს მომსახურება შეიქმნა მუდმივად იცვლება. დამატებითი ინფორმაციისთვის ევროკავშირის COVID სერთიფიკატის შესახებ, ეწვიეთ ევროკომისიის შესაბამის გვერდს.

ვაქცინაციასთან გათანაბრებული ჯანმრთელობის საშვის მოთხოვნა შეგიძლიათ, თუ აკმაყოფილებთ შემდეგ პირობებს:

  • არ ხართ ვაქცინირებული შემდეგი ქვეყნებიდან ერთ-ერთში: ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ალბანეთი, ანდორა, ფარერის კუნძულები, ისრაელი, ლიხტენშტაინი, ჩრდილოეთი მაკედონია, მაროკო, მონაკო, ნორვეგია, პანამა, გაერთიანებული სამეფო (ინგლისი, შოტლანდია, ჩრდილოეთი ირლანდია და უელსი), სან-მარინო, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა, ვატიკანი. ეს ქვეყნები გასცემენ საფრანგეთში მიღებულ სერთიფიკატს;
  • 2021 წლის 1 ოქტომბრისთვის იყავით 12 წლის და 2 თვის ან მეტის. ამ ასაკის ქვემოთ არ გესაჭიროებათ ჯანმრთელობის საშვი;
  • ხართ აცრილი ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული ერთ-ერთი ვაქცინით ან ou მასთან გათანაბრებულით :
    • ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია მინიმუმ 4 კვირა ;
    • ორდოზიანი ვაქცინების (Pfizer, Moderna, AstraZeneca) მე-2 დოზიდან გასულია მინიმუმ 7 დღე ;
    • COVID გადატანილი პირების აცრიდან გასულია მინიმუმ 7 დღე (საჭიროა 1 აცრა);
    • პირებმა, რომლებიც ვაქცინირებული იყვნენ უცხოეთში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების სიაში შესული ერთ-ერთი ვაქცინით - სინოფარმის (BBIBP-CorV) ან სინოვაკის (CoronaVac) ორი დოზით, მიიღეს ასევე რნმ ვაქცინის (Pfizer, Moderna) ერთი დოზა და გასულია მინიმუმ 7 დღე;

როგორ გავაკეთოთ საშვის მოთხოვნა?

ჯანმრთელობის საშვი შეგიძლიათ მოითხოვოთ:

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდს.

გამოქვეყნებულია 18/11/2021

გვერდის დასაწყისი