20 მარტი - ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე [fr]

ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე 20 მარტს და ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის 23-ე კვირეული 17-დან 25 მარტამდე, შესაძლებლობას აძლევს, მთელი მსოფლიოს ფრანკოფონებს, რომ ფრანგული ენის დღესასწაული მრავალფეროვნად აღნიშნონ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, 1500-ზე მეტი ღონისძიება 70 ქვეყანაში იმართება.

წელს ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის თემაა « ფრანგული ენა, ჩვენი გამაერთიანებელი, მოქმედებისთვის ».

ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის კვირეული, რომელსაც კოორდინაციას უწევს კულტურის სამინისტრო, წარმოაჩენს საზოგადოებაში სიტყვის როლსა და გამოყენებას. 500 წიგნის მაღაზია, რამდენიმე ათეული ასოციაცია, ბიბლიოთეკა, სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულება, მუზეუმი, თეატრი და ასევე საავდმყოფო შემოგთავაზებენ ღონისძიებებს. საზღვარგარეთ, თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა სამსახურები, განათლების სამინისტროსთან მჭირდო კოორდინაციით, ფრანგული ინსტიტუტების ქსელი, « ალიანს ფრანსეზ »-ის ქსელი, ფრანგული საგანმანათლებლო დაწესებულებები და კულტურისა და განათლების ყველა ფრანგული ოპერატორი საზოგადოებას შესათავაზებს ღონისძიებებს აღნიშნულ კვირეულთან დაკავშირებით.

რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის პოპულარიზაცია პრიორიტეტად აქცია. სწორედ 20 მარტს, გამოცხადდება ფრანგული ენისა და მრავალენობრიობის პოპულარიზაციის გეგმა, რომლის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ფრანგულ ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით და მრავალ სტრუქტურასთან კოორდინაციით, მათ შორისაა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია და ფრანკოფონული სივრცის ყველა სახელმწიფო და მთავრობა.

ფრანგული მსოფლიოში შესწავლილ ენებს შორის მეორე ადგილზეა, 125 მილიონი მოწაფითა და 900 000 ფრანგულის მასწავლებლით საზღვარგარეთ, ის არის აგრეთვე მეორე საერთაშორისო საინფორმაციო ენა მედიაში, მსოფლიოს საქმიანი სივრცის მესამე ენა, ხოლო ინტერნეტ სივრცის მეოთხე ენა. ფრანგული არის უდიდესი მნიშვნელობის სამუშაო ენა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ფრანგულ ენას მსოფლიოში 274 მილიონი ადამიანი იზიარებს, არის პლანეტის მეხუთე სალაპარაკო ენა და ინგლისურთან ერთად, ერთადერთი ენაა, რომელიც ხუთივე კონტინენტზეა წარმოდგენილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის :

JPEG

გამოქვეყნებულია 28/03/2018

გვერდის დასაწყისი