2006 წლის მუსიკის დღესასწაული

2006 წლის მუსიკის დღესასწაული : 2006 წლის 20 ივნისს, 19 სთ-ზე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში ქართველ პიანისტს, თბილისის კონსერვატორიის რექტორს, მანანა დოიჯაშვილს, გადაეცემა საფრანგეთის « ხელოვნებისა და ლიტერატურის » მედალი.
JPEG

2006 წლის მუსიკის დღესასწაულის ფარგლებში, სიმებიანი აკადემია გამართავს კონცერტს სამშაბათს, 20 ივნისს 19 სთ-ზე, ფრანგული კულტურის ცენტრში, გუდიაშვილის ქ. n 10
JPEG

კონცერტის დამთავრების შემდეგ, მანანა დოიჯაშვილს გადაეცემა საფრანგეთის « ხელოვნებისა და ლიტერატურის » მედალი. მედალის გადაცემის აღსანიშნავად მოეწყობა არაფორმალური მიღება.

« ხელოვნებისა და ლიტერატურის » ორდენი გადაეცემათ ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროში, საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში მოღვაწე გამორჩეულ პიროვნებებს მათი შემოქმედებისათვის, ან ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

გამოქვეყნებულია 16/06/2006

გვერდის დასაწყისი