2008 წლის პარიზის რეკოლეს ხელოვანთა რეზიდენცია

GIF

ისევე როგორც გასულ წლებში, საფრანგეთის საელჩოს კულტურის განყოფილება ქართველ ხელოვანთა საყურადღებოდ, გატყობინებთ, რომ პარიზში, ხელოვანთა მაღალი დონის რეზიდენცია ეწყობა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და პარიზის მერია, ოცამდე უხოელ ხელოვანს მიიღებს (დაახლოებით 300 კანდიდატურიდან) რეკოლეს საერთაშორისო მიღებისა და გაცვლის ცენტრში, სენ მარტენის არხის ნაპირების მახლობლად.

აღნიშნული (3-დან 6 თვემდე) რეზიდენციის უმნიშვნელოვანესი პირეობებია :

  • ყველა დარგის გამოჩენილი ხელოვანი, რომელსაც ფრანგულ კულტურულ სტრუქტურასთან ერთობლივი პროექტი აქვს ან კვლევის ხერხების დახვეწაზე ინდივიდუალური მუშაობა სურს.
  • დაბინავება ხელოვანთა სახელოსნოში, დახმარება ადმინისტრაციულ საკითხებში, ყოველთვიური დახმარება 1 500 ევროს ოდენობით.
  • მგზავრობა თბილისი-პარიზი-თბილისი არ ანაზღაურდება
  • ჩაწერა ხდება მხოლოდ ინტერნეტით (www.international-recollets-paris.org). დოსიე, შემოქმედებითი კარიერის შესახებ უნდა იყოს დართული ასევე ინტერნეტით.
  • კალენდარი : 13/04-დან 15/06-მდე : ჩაწერა, სექტემბრის ბოლოს : რეზულტატები.
    JPEG

გამოქვეყნებულია 01/08/2007

გვერდის დასაწყისი