2018 წლის საშობაო ბაზრობა თბილისში [fr]

2018 წლის 1 დეკემბერს, საქართველოში საფრანგეთის საელჩომ მონაწილეობა მიიღო საშობაო ბაზრობაში, რომლის ფარგლებშიც მოეწყო საფრანგეთის რესპუბლიკის სტენდი და ვიზიტორებს ფრანგული პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა მიეცათ. საფრანგეთის სტენდიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა ასოციაციის "ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო" - IWAG სასარგებლოდ.

საფრანგეთის ელჩის მიმართვა 2018 წლის საშიბაო ბაზრობასთან დაკავშირებით

დიდი მადლობა ყველას, ვინც საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული სათვისტომოდან, რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ არაჩვეულებრივი და სოლიდარობის ნიშნით გამორჩეული ღონისძიების მომზადება და განხორციელება იტვირთა.

დიდი მადლობა ჩვენს მრავალრიცხოვან სპონსორებსა და საფრანგეთის მეგობრებს, რომელთა წყალობითაც შევძელით, 25%-ით გაგვეუმჯობესებინა შარშან მიღწეული რეკორდი და 2018 წლის საშობაო ბაზრობაში საფრანგეთის წვლილი შეგვეტანა.

ბოლოს, მსურს მივესალმო საფრანგეთის გუნდის შესანიშნავ მუშაობას. საელჩოს ყველა სამსახური, საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, კავკასიის ფრანგული სკოლა ჩართული იყო სხვა და სხვა სახით აღნიშნულ ღონისძიებაში.

ჩემს კომპლიმენტს იმსახურებენ Nenette-ისა და Rintintin-ის შემქმნელი ხელოვანები და ასევე ისინი, ვინც ჩვენი სტენდის სტუმრებისთვის განკუთვნილი კერძები დაამზადეს.

პასკალ მენიე

Winter Fair 2018
Winter Fair 2018
¨Photo: Ambassade de France en Géorgie
Winter Fair 2018
Winter Fair 2018
Photo: Ambassade de France en Géorgie
Winter Fair 2018
Winter Fair 2018
Photo: Ambassade de France en Géorgie
Winter Fair 2018
Winter Fair 2018
Photo: Ambassade de France en Géorgie
Winter Fair 2018
Winter Fair 2018
Photo: Ambassade de France en Géorgie
Winter Fair 2018
Winter Fair 2018
Photo: Ambassade de France en Géorgie
Winter Fair 2018
Winter Fair 2018
Photo: Ambassade de France en Géorgie
Winter Fair 2018
Winter Fair 2018
Photo: Ambassade de France en Géorgie
Winter Fair 2018
Winter Fair 2018
Photo: Ambassade de France en Géorgie
Winter Fair 2018
Winter Fair 2018
Photo: Ambassade de France en Géorgie

გამოქვეყნებულია 13/12/2018

გვერდის დასაწყისი