2018 წლის ფრანკოფონიის დღეების ოფიციალური გახსნა [fr]

ფრანკოფონიის დღეების ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, 2018 წლის 6 მარტს, ბ-ნმა პასკალ მენიემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბ-ნმა ლუკას ბეგლინგერმა, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, ბ-ნმა რადუ-ლივიუ ჰორუმბამ, რუმინეთის ელჩმა საქართველოში და ბ-ნმა ჟან-ივ ლავუარმა, საფრანგეთის საელჩოს მრჩეველმა თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში, პრესკონფერენცია გამართეს მწერალთა სახლში.

20 მარტი, ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე, მთელს მსოფლიოში აღინიშნება და საქართველოც, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი, უერთდება აღნიშნულ დღესასწაულს.

პრესკონფერენციაზე ელჩებმა მსოფლიოში ფრანგული ენის მნიშვნელობასა და სარგებელზე ისაუბრეს და საქართველოში ფრანკოფონიის თვის ღონისძიებათა პროგრამა გააცნეს დამსწრეთ. პროგრამა მრავალ კულტურულ, საუნივერსიტეტო და სხვა ღონისძიებას მოიცავს. ბ-ნმა პასკალ მენიემ მადლობა გადაუხადა საქართველოში წარმოდგენილ მეგობარ ფრანკოფონ ქვეყნებს, რომლებიც წელს ფრანკოფონიის თვის აღნიშვნას შემოუერთდნენ. ეს ქვეყნებია შვეიცარია, რუმინეთი და კანადა.

წელსაც, მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და პატარძეულში. ქართველ ფრანკოფონებს და არა მხოლოდ მათ, საშუალება ეძლევათ, ეზიარონ ან ხელახლა აღმოაჩინონ ფრანკოფონია და ფრანგულენოვანი კულტურა.

გაეცანით ფრანკოფონიის თვის დეტალურ პროგრამას და თქვენთვის საინტერესო ღონისძიებები მონიშნეთ.

პრესკონფერენცია
პრესკონფერენცია
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
პრესკონფერენცია
პრესკონფერენცია
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
პრესკონფერენცია
პრესკონფერენცია
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
პრესკონფერენცია
პრესკონფერენცია
ფოტო: საფრანგეთის საელჩო

გამოქვეყნებულია 19/03/2018

გვერდის დასაწყისი