2018 წლის 11 ნოემბერი : 1918 წლის ზავის 100 წლისთავი [fr]

საფრანგეთის საელჩომ საქართველოში, კავკასიის ფრანგულმა სკოლამ და საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა, 2018 წლის 11 ნოემბერს, პირველი მსოფლიო ომის დასასრულის აღსანიშნავად გამართეს უჩვეულო კულტურული ღონისძიება საქართველოს ფრანკოფონური საზოგადოების თანდასწრებით.

2018 წლის 11 ნოემბერს აღინიშნა საზავო ხელშეკრულების ასი წლისთავი, რომლითაც დასრულდა პირველი მსოფლიო ომის საბრძოლო მოქმედებები. აღნიშნულ დღეს, როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, საფრანგეთიც პატივს მიაგებს ბრძოლის ველზე დაღუპულ ჯარისკაცებს. საფრანგეთის საელჩოს სურვილი იყო, პატივი მიეგო არა მხოლოდ ჯარისკაცების, არამედ იმ ქალებისა და ბავშვების ხსოვნისთვის, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე შეწირეს სამშობლოს.

ოფიციალური ცერემონია საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 1918 წლის ზავის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმართვით დაიწყო, რომელიც საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, ბ-მა პასკალ მენიემ წაიკითხა და რომლის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ბ-ნი დავით ნარდაია. დამსწრე საზოგადოებამ შემდგომ ორი ქვეყნის ჰიმნი მოისმინა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპულებს.

სპექტაკლი « შეწირულები 14-18 » თეატრალური ხელოვნების მასწავლებლის, ბატონი ჯამელ მაჰმუდისა და კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეების მიერ დაწერილი და დადგმული თეატრალური პიესაა. ფრანგულენოვანი სპექტაკლი, რომელიც თბილისის ათონელის თეატრის სცენაზე უკვე 7-ჯერ იქნა წარმოდგენილი, ამ ომში მთელი ერის მიერ გაღებულ მსხვერპლს ეძღვნება. სხეულის მოძრაობა ცენტრალური სასცენო შემადგენელია ამ დადგმის, სადაც ერთმანეთში ირევა თეატრი და ქორეოგრაფიული მოძრაობები. მტკივნეული ტექსტი და 15 მსახიობის თამაში, თანამედროვე მუსიკის თანხლებით, ამძაფრებს თეატრალურ მოგზაურობას მსოფლიო ისტორიის ამ მძიმე პერიოდში.

თეატრალური პიესის შემდეგ გაიმართა გამოფენა სახელწოდებით « პირველი მსოფლიო ომის აკრძალული სურათები». აღნიშნული გამოფენა შექმნა « თავდაცვის კომუნიკაციისა და აუდიოვიზუალური პროდუქციის დაწესებულებამ » და მოიცავს პირველი მსოფლიო ომის აქამდე უცნობ სურათებს, კერძოდ, გვთავაზობს ფოტოებს, რომლებიც არ უნახავთ კონფლიქტის თანამედროვეებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა სურათი ცენზურის ქვეშ მოექცა ომის დროს.

1918 წლის ზავის 100 წლისთავის აღსანიშნი ღონისძიება
1918 წლის ზავის 100 წლისთავის აღსანიშნი ღონისძიება
ფოტო : საფრანგეთის საელჩო

გამოქვეყნებულია 19/11/2018

გვერდის დასაწყისი