2019 წლის მარტი : ფრანკოფონიის თვე საქართველოში [fr]

საფრანგეთის საელჩო საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ჩართულობით, შვეიცარიის საელჩო, კანადის საელჩო, ბელგიის საელჩო, რუმინეთის საელჩო და მოლდოვის სელჩო, მთელი მარტის თვის განმავლობაში, ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად.

ფრანკოფონიის დღეების დაწყებასთან დაკავშირებით, 2019 წლის 13 მარტს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბ-ნი პასკალ მენიე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პატრიკ ფრანცენი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში, ბ-ნი რადუ ლივიუ ჰორუმბა, რუმინეთის ელჩი საქართველოში, და ბ-ნი კახა ხანდოლიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი.

წელს ფრანკოფონიის თვე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება. საქართველო, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი, ყოველწლიურად უერთდება 20 მარტისადმი, ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

2019 წლის ფრანკოფონიის თვისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია
2019 წლის ფრანკოფონიის თვისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია
ფოტო: საფრანგეთის საელჩო

ფრანკოფონიის თვის აფიშა
ფრანკოფონიის თვის აფიშა

წელსაც, მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, პატარძეულში და წელს პირველად, ლანჩხუთში. ქართველ ფრანკოფონებს და არა მხოლოდ მათ, საშუალება ეძლევათ, ეზიარონ ან ხელახლა აღმოაჩინონ ფრანკოფონია და ფრანგულენოვანი კულტურა.

მდიდარი პროგრამა გთავაზობთ მრავალფეროვან ღონისძიებებს, კერძოდ:

  • ფრანგულენოვანი ფილმების დღეები, სადაც მაყურებელი გაეცნობა ფრანგულ, კანადურ შვეიცარიულ და რუმინულ ფილმებს;
  • ფრანგული კულინარიის ზეიმი « Goût de France », რომლის ფარგლებშიც გაიმართება დისკუსიები და მასტერკლასები და ვორკშოპები მდგრადი გასტრონომიის შესახებ, ასევე ქართული რესტორნები გამართავენ ფრანგულ ვახშამს;
  • სპექტაკლები და კონცერტები ფრანგულენოვანი შემსრულებლებით;
  • ანიმაციები და კინოჩვენებები ბავშვებისთვის;
  • ლიტერატურული შეხვედრები, პრეზენტაციები და საჯარო ლექციები.

ფრანკოფონია 2019-ის ფარგლებში, ტრადიციულად, იმართება კონკურსები მოსწავლეებითვის, სტუდენტებისა და ფრანგული ენის პედაგოგებისთვის. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები.

გაეცანით 2019 წლის ფრანკოფონიის თვის დეტალურ პროგრამას.

გამოქვეყნებულია 03/04/2019

გვერდის დასაწყისი