AFD-ს სესხის ხელშეკრულების ხელმოწერა სოციალური დაცვის სფეროში [fr]

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ საქართველოსთვის 35 მილიონი ევროს გამოყოფა სოციალური დაცვის სისტემის მხარდასაჭერად

2019 წლის 29 ნოემბერს, AFD-მ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საზოგადოებრივი პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული სასესხო პროგრამის « სოციალური დაცვა » მეორე ფაზის ხელშეკრულება გააფორმეს. შეთანხმებას ხელი მოაწერა ბ-მა დიეგო კოლასმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ქ-მა გაელ ასაიაგმა, AFD-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა და ბ-მა ივანე მაჭავარიანმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

JPEG - 183 ko
AFD-ს სესხის ხელშეკრულების ხელმოწერა

ეს სამწლიანი პროგრამა (2018-2020) მიზნად ისახავს, საქართველოში სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას ფინანსურ და ტექნიკურ პლანზე, სახელდობრ :

  • სოციალური დაცვისა და სოლიდარობის სისტემის გაძლიერება მოწყვლადი მოსახლეობის სასარგებლოდ, განსაკუთრებით უნარშეზღუდული ადამიანების, ქუჩის ბინადარი ბავშვებისა და მძიმე უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვების მიმართ ;
  • ჯანდაცვის სისტემის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების ეფექტურობის გაუმჯობესებით, სტრატეგიული შესყიდვებისა და მიღწევებზე ორიენტირებული შეთანხმებების განვითარების წყალობით. გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში პოლიტიკის მხარდაჭერას, ერთიანი სტრატეგიის შემუშავების მეშვეობით შესაბამისი სამსახურების მოდერნიზების მიზნით ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ;
  • დევნილებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის ოპტიმიზაცია, განსაკუთრებით რაც ეხება განსახლებისა და სოციალური შემწეობების სისტემას, ყველაზე შეჭირვებულ დევნილთა უკეთ დახმარების მიზნით.

აღნიშნულ სესხთან ერთად, AFD-მ ასევე გამოყო 1 მილიონი ევროს ოდენობის სუბსიდია ორ წლიანი ტექნიკური დახმარების პროგრამისთვის, რომელსაც ახორციელებს Expertise France - საფრანგეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო სააგენტო. ტექნიკური დახმარების პროგრამა ზემოთხსენებული რეფორმების განხორციელებას შეუწყობს ხოლს, ფრანგული და ევროპული გამოცდილების შემოტანითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნარების გაძლიერებით.

გამოქვეყნებულია 26/12/2019

გვერდის დასაწყისი