"Bienvenue en France": საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის სტრატეგია [fr]

საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციის მინისტრის ფრედერიკ ვიდალისა და ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან არსებული სახელმზიფო მდივნის ჟან-ბატისტ ლემუანის თანდასწრებით, საფრანგეთში მეტი უცხოელი სტუდენტის მოზიდვასთან დაკავშირებული ზომები წარადგინა.

აღნიშნული სტრატეგია ეფუძნება გამარტივებულ სავიზო პოლიტიკასა და არაევროპელი სტუდენტებისთვის უმაღლეს სასწავლებელში ჩაწერის განსხვავებული ტარიფის შემოღებას. მიზანი 2027 წლისთვის ნახევარი მილიონი უცხოელი სტუდენტის მიღება და უცხოეთში უფრო მეტი სტუდენტის გამგავრების ხელშეწყობაა საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამებისა თუ დიპლომის აღების მიზნით განხორციელებული მობილობის ფარგლებში.

საფრანგეთი, საერთაშორისო სტუდენტების მიღების მიხედვით, მე-4 აგდილზეა მსოფლიოში , შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის შემდეგ, ხოლო პირველია არა ინგლისურენოვან ქვეყნებს შორის.

მიზანი : 500 000 უცხოელი სტუდენტი 2027 წლისათვის

სტრატეგიით, რომლის სახელწოდებაა "Bienvenue en France", საფრანგეთი ორ მიზანს ისახავს : 2027 წლისთვის ნახევარი მილიონი (ამჟამად ეს ციფრი 324 000-ია) სტუდენტი მიიღოს და უცხოეთში უფრო მეტი სტუდენტის გამგავრებას შეუწყოს ხელი საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამებისა თუ დიპლომის აღების მიზნით განხორციელებული მობილობის ფარგლებში.

  • სავიზო პოლიტიკის გამარტივება (საერთაშორისო სტუდენტებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, ერთი ფანჯრის პრინციპი, პროცედურის დემატერიალიზაცია, სპეციალური ბინადრობის ბარათი საფრანგეთში დასაბრუნებლად) ;
  • ფრანგულის როგორც უცხო ენის და ინგლისურენივანი სასწავლო პროგრამების გაორმაგება ;
  • ხარისხის ნიშნის შექმნა სახელწოდებით "Bienvenue en France", რომელიც მიენიჭებათ მიღების მაღალი დონის მქონე სასწავლო დაწესებულებებს ;
  • განსხვავებული ტარიფების დაწესება და სასწავლო სტიპენდიების გასამმაგება (2019 წლის სასწავლო წლიდან არაევროპელი სტუდენტებისთვის სასწავლო დაწესებულებებში ჩაწერის განსხვავებული ტარიფების დაწესება - 2770€ ბაკალავრის დონეზე, 3770€ მაგისტრატურასა და სადოქტოროზე, რაც განათლების რეალური საფასურის მესამედზე ნაკლებია, ხოლო პარალელურად გადასახადისგან გათავისუფლების ზრდა და სტიპენდიების გასამმაგება) ;
  • საზღვარგარეთ ფრანგული კამპუსების, საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებისა და ფრანგული სკოლების გავრცელების ხელშეწყობა ;
  • სტრატეგიის « Choose France » ფარგლებში, კომუნიკაციის მსოფლიო კამპანიის დაწყება Campus France-ის ეგიდით, რომლის მიზანიც იქნება საფრანგეთში სწავლის გაგრძელების პოპულარიზაცია.

გამოქვეყნებულია 06/12/2018

გვერდის დასაწყისი