COVID-19 - საფრანგეთისა და საქართველოს საზღვრებზე ჯანდაცვითი ზომების გაუქმება [fr]

მოგზაურობა საფრანგეთის მიმართულებით

2022 წლის 1 აგვისტოდან, საფრანგეთის მიმართულებით მოგზაური პირებისთვის მანამდე არსებული წესები გაუქმდა :

  • მგზავრებს არავითარი ფორმალობის შესრულება აღარ მოუწევთ საფრანგეთის მეტროპოლიასა თუ ზღვის იქითა ტერიტორიებზე გამგზავრებამდე ; აღარ მოეთხოვებათ სანიტარული საშვის წარდგენა ;
  • აღარ მოეთხოვებათ გადაუდებელი მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა ;
  • აღარ არიან ვალდებულნი, წარადგინონ ჯანდაცვის ზომებთან და საფრანგეთის საზღვარზე ანტიგენ ტესტის ჩატარების ვალდებულებასთან დაკავშირებული განცხადება.

იგივე ეხება საფრანგეთის მეტროპოლიასა და ზღვის იქითა ტერიტორიებს შორის მოგზაურობას.

მოგზაურობა საქართველოს მიმართულებით

საფრანგეთის დატოვებისას უცხო ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მიმართულებით, საფრანგეთის ხელისუფლება აღარ ითხოვს მოგზაურობის მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას და არც საფრანგეთიდან გასვლის ცნობას.

2022 წლის 15 ივნისიდან, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოემგზავრება საჰაერო, სახმელეთო ან საზღვაო გზით, გათავისუფლებულია კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტისა და PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან.

ნიღბის ტარება სავალდებულოა სამედიცინო დაწესებულებებში.

უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებული წესების გასაცნობად, მგზავრებს მოვუწოდებთ, ეწვიონ საფრანეგთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს რუბრიკას « რჩევები მოგზაურთა საყურდაღებოდ » : www.diplomatie.gouv.fr/fr/conseils-aux-voyageurs/

გამოქვეყნებულია 12/09/2022

გვერდის დასაწყისი