COVID - 19 : საქართველოში მცხოვრები საფრანგეთის მოქალაქეების საჭიროებები [fr]

COVID – 19-ის პანდემიის გამო ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენებიდან და ცხოვრების ჩვეულ რიტმზე დაბრუნების თარიღთან დაკავშირებული გაურკვევლობებიდან გამომდინარე, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელახლა გამოყოს უცხოეთში მცხოვრები საფრანგეთის მოქალაქეების ეპიდემიოლოგიურ კრიზისთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსება.

  • ჯანდაცვის კრიზისის გამო მაქვს ფინანსური სიძნელეები, შეუძლია საელჩოს ფინანსური დახმარება გამიწიოს?

პრიორიტეტი უნდა მიანიჭოთ ოჯახისა და მეგობრების სოლიდარობას. თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია, მაგალითად, Western Union-თა და MoneyGram-ით.
საჭიროების შემთხვევაში, საელჩოს შეუძლია თქვენს ახლობლებთან დაკავშირება თქვენს დასახმარებლად.
უკიდურეს შემთხვევაში, საელჩოს საკონსულო განყოფილება, მას შემდეგ რაც გადაამოწმებს თქვენს რეგისტრაციას თბილისის რეესტრში, თქვენს ფინანსურ სახსრებსა და რომ არ არსებობენ ნათესავები, რომლებიც დახმარებას გაგიწევენ, შეძლებს, ჩაგირიცხოთ ერთჯერადი დახმარება, თუ თავს ვერ ართმევთ პირველადი საჭიროების დანახარჯებს (საკვები პროდუქტების, სამედიცინო ხარჯები და ა.შ.)

ამისათვის შეგიძლიათ, შეავსოთ ანკეტა ფრანგულ ენაზე.

გარდა ამისა, შეგიძლიათ, თქვენ შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: consulat.tbilissi-amba@diplomatie.gouv.fr, დაურთოთ შემოსავლის დაკარგვის ნებისმიერი დამადასტურებელი საბუთი და ანგარიშფაქტურები, რომელთა გადახდაც გიჭირთ.

გამოქვეყნებულია 05/05/2020

გვერდის დასაწყისი