COVID-19: საქართველო საზღვრებს უხსნის საფრანგეთის მოქალაქეებს [fr]

შენიშვნა: მხოლოდ ის მგზავრები, რომლებიც არიან საფრანგეთის მოქალაქეები ან საფრანგეთის რეზიდენტები საქართველოში დაიშვებიან სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე, იმ პირობით, თუ საფრანგეთიდან ან ქვემოთ ჩამოთვლილი ოთხი ქვეყნიდან ერთ-ერთიდან ჩამოვლენ პირდაპირი რეისით.

საქართველომ შეიმუშავა 5 ქვეყნის სია, რომელთა შორისაა საფრანგეთი (გერმანია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საფრანგეთი) და რომლის მიხედვითაც ამ ქვეყნების მოქალაქეები ან რეზიდენტები შეძლებენ საქართველოში უპირობოდ შესვლას, სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე; მათ უნდა იმოგზაურონ პირდაპირი ავიარეისით (ან ამ ხუთიდან ერთ-ერთი ქვეყნის გავლით) და ჩამოსვლამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეთ სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია.

გამგზავრებამდე მგზავრებმა უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც მიუთითებენ მათი ბოლოდროინდელი მოგზაურობების ისტორიას.

რეგისტრაციის ფორმა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის/რეზიდენტებისთვის, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში
განაცხადის ფორმა საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამომსვლელთათვის

საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლამდე მათ აგრეთვე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. 37°-ზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, მგზავრებს შესაძლოა, უარი ეთქვათ ქვეყანაში შესვლაზე ან ჩაუტარდებათ PCR ტესტი მათივე ხარჯით. სიმპტომების შემთხვევაში, მათ ორი კვირის განმავლობაში მოუწევთ სავალდებულო კარანტინის გავლა საკუთარი ხარჯით სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ სასტუმროებში.

სავალდებულო კარანტინი, რომელიც ასევე ფასიანია, კვლავ ძალაშია ევროპის სხვა ქვეყნებიდან მომავალი მგზავრებისთვის. შემსუბუქებული რეჟიმია გათვალისწინებული საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამომსვლელი პირებისთვის, რომლებსაც ასევე ევალებათ, შეავსონ სპეციალური ელექტრონული ფორმა, ჰქონდეთ საქმიანი მოგზაურობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ყოველ სამ დღეში ერთხელ ჩაიტარონ ფასიანი PCR ტესტირება.

გამოქვეყნებულია 16/07/2020

გვერდის დასაწყისი