COVID-19 წითელი ზონის ქვეყნებიდან საფრანგეთში შესვლის წესები და მოქმედი შეზღუდვები

28 აგვისტოს შუაღამიდან, საქართველო "წითელი" ქვეყნების სიაშია. სანიტარული ზომები და შეზღუდვები ვრცელდება გამგზავრებამდე და საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლისას.

ყველა შემთხვევაში ძალაშია მგზავრობის ჩვეული შეზღუდვები (ვიზა, მოგზაურობის ხანგრძლივობა და ა.შ.)

ყურადღება, სხვა წესები ვრცელდება საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებ – ზე (დან) მოგზაურობისას. მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდს.

• ხართ ვაქცინირებული საფრანგეთის მიერ აღიარებული ვაქცინით

მოგზაურები წითელი ზონის ქვეყნიდან შეძლებენ საფრანგეთში შესვლას, მხოლოდ იმ პირობით თუ იქნებიან სრულად ვაქცინირებული ევროპის წამლის სააგენტოს EMA-ს მიერ აღიარებული ვაქცინით.

მგზავრობისთვის საჭირო დოკუმენტები :

ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებას ადასტურებს

- ორდოზიანი ვაქცინების (Pfizer, Moderna, AstraZeneca (Vaxevria et Covishield)) 2-ე დოზიდან გასულია 7 დღე ;
- ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია 4 კვირა ;
- COVID გადატანილი პირების აცრიდან გასულია 7 დღე (საჭიროა 1 აცრა);
- პირებმა, რომლებიც ვაქცინირებული იყვნენ უცხოეთში სინოფარმის (BBIBP-CorV) და სინოვაკის (CoronaVac) ვაქცინების ორი დოზით, მიიღეს ასევე რნმ ვაქცინის (Pfizer, Moderna) ერთი დოზა და გასულია 7 დღე.

შენიშვნა : არ არის აუცილებელი ვაქცინაციის მოწმობების თარგმნა ან აპოსტილით დამოწმება, იმ პირობით, რომ ისინი იკითხება და აცრის თარიღები და გამოყენებული ვაქცინის ტიპი სწორად არის მითითებული.

• შევსებული განცხადების ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე და რომელიც ადასტურებს

- რომ არ გაქვთ COVID-19-ის სიმპტომები ;
- რომ არ გქონიათ კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან მოგზაურობის წინა 14 დღის მანძილზე.

აცრილი პირების მიმართ გამოყენებული ზომები ვრცელდება იმავე პირობებით მათ თანმხლებ არასრულწლოვნებზე, იმის მიუხედავად არიან თუ არა ისინი აცრილნი. ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ იმოგზაუროთ თქვენს არასრულწლოვან შვილებთან ერთად, იქნებიან ისინი აცრილინი თუ არა, ტესტირებისა და იზოლაციის გარეშე. მეორეს მხრივ, არავაქცინირებული არასრულწლოვნები, თორმეტი წლის და უფროსი ასაკის, ექვემდებარებიან PCR ან ანტიგენის ტესტირების ვალდებულებას.

• არ ხართ ვაქცინირებული

არავაქცინირებული მოგზაურები საქართველოდან შეძლებენ საფრანგეთში შესვლას მხოლოდ წითელი ქვეყნებისთვის შემუშავებული გადაუდებელი მოტივების შემთხვევაში, იხილეთ სია.

- ბორტზე ასვლისას წარადგენთ PCR ტესტის ან ანტიგენის ტესტის (TAG) უარყოფითი შედეგს, რომელიც ჩატარდა ფრენამდე 48 საათით ადრე.
- ჩამოსვლისთანავე გიტარდებათ სავალდებულო ანტიგენური ტესტი.
- ექვემდებარებით სავალდებულო 10 დღიან კარანტინს, რომელსაც პოლიცია აკონტროლებს.

მგზავრობისთვის საჭირო დოკუმენტები :

ზემოაღნიშნული შეზღუდვების გარდა, ჩასხდომისას თან უნდა იქონიოთ გარკვეული დოკუმენტები:

საფრანგეთში შესვლის შევსებული ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. აღნიშნული ფორმა უნდა წარუდგინოთ სატრანსპორტო კომპანიებს ბილეთის გამოყენებამდე და სასაზღვრო კონტროლის უფლებამოსილ სამსახურებს (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, მათ შორის სარკინიგზო კავშირები).

• შევსებული განცხადების ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე და რომელიც ადასტურებს

- რომ არ გაქვთ COVID-19-ის სიმპტომები ;
- არ გქონიათ კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან მოგზაურობის წინა 14 დღის მანძილზე ;
- თანახმა ხართ, ანტიგენური ტესტი ჩაგიტარდეთ საფრანგეთში შესვლისას ;

• სახლის ან შესაბამისი საცხოვრებლის (სასტუმროს ან სხვა მსგავსი) მისამართის დამადასტურებელი საბუთი, სადაც მითითებულია, საჭიროების შემთხვევაში, წვდომის პირობები, რომლებიც კონტროლის ოფიცრებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ საკარანტინო ზომების დაცვა ან იზოლაცია, გარდა ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული განსახლების ადგილის (შეიქმნა ტერიტორიული იზოლაციის დამხმარე სივრცეები იზოლაციაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად) ან საერთაშორისო ზონაში ტრანზიტის.

ამ დოკუმენტების ვერ წარდგენის შემთხვევაში, არ დაიშვებით სატრანსპორტო საშუალების ბორტზე და დატოვებთ გასამგზავრებელ სივრცეს.

სპეციფიკური წესები ვრცელდება საგზაო გადაზიდვებთან დაკავშირებით.

Word - 22.3 ko
საფრანგეთში შესვლის ფორმა
(Word - 22.3 ko)
PDF - 64.2 ko
განცხადების ფორმა ჯანდაცვის ზომებთან დაკავშირებით
(PDF - 64.2 ko)
PDF - 168 ko
გადაუდებელი მოტივი
(PDF - 168 ko)

გამოქვეყნებულია 01/10/2021

გვერდის დასაწყისი