Covid - 19 : საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმება [fr]

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ.

მოხსნილია ასევე შეზღუდვათა უმეტესობა.

2020 წლის 15 ივლისამდე კვლავ იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • პირბადის ტარების ვალდებულება ყველა დახურულ საჯარო სივრცეში;
  • ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები და კომერციული ცენტრები დაკეტილია;
  • ყველა საქალაქო და საქალაქთაშორისო კოლექტიური ტრანსპორტის მუშაობის შეჩერება. ტაქსში მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორ ადამიანს, რომლებიც უნდა ისხდნენ უკანა სავარძელზე.

გარდა ამისა, საქართველომ დაკეტა საჰაერო სივრცე და მის ტერიტორიაზე შემოსვლის შეზღუდვები დააწესა. აქედან გამომდინარეობს:

- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის სრული აკრძალვა, გარდა ორი მოქალაქეობის მქონე ოჯახებისა;
- სახმელეთო საზღვრების დაკეტვა.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონებთან არსებული გასასვლელი პუნქტები კვლავ დაკეტილია.

ყველა მოქალაქეს, ვისაც საქართველოდან საფრანგეთში დაბრუნება სურს, რეკომენდაციას ვაძლევთ, ინფორმაცია არსებული შესაძლებლობების შესახებ პირდაპირ ავიაკომპანიებისგან მოიპოვონ.

გამოქვეყნებულია 25/05/2020

გვერდის დასაწყისი