DELF-ის დიპლომების გადაცემა ქართველი სამხედროებისათვის [fr]

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა პასკალ მენიემ ქართველ სამხედროებს DELF-ის დიპლომები გადასცა.

სპეციალურ ცერემონიაზე, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, ფრანგული ენის დიპლომები გადაეცათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ყოფილ იუნკერს, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებს და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სამხედრო ნაწილების წარმომადგენლებს.

ღონისძიებას დაესწრნენ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, გენერალური შტაბის სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის უფროსი და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი.

ელჩმა სამხედროებს ასევე გადასცა პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის მიერ შედგენილი თავდაცვისა და უსაფრთხოების ფრანგულ-ქართული ლექსიკონები, რომლებიც გამოიცა სამხედრო მისიისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით.

DELF-ის დიპლომების გადაცემა ქართველი სამხედროებისათვის

გამოქვეყნებულია 02/11/2018

გვერდის დასაწყისი