FRED : ფრანგული ენის შესასწავლი პლატფორმა [fr]

ფრანგულს ასწავლით ? სწავლობთ მას ? პლატფორმა FRED – www.franceducation.fr – საშუალებას გაძლევთ, უფასოდ ისარგებლოთ ათასობით ხარისხიანი სასწავლო მასალით : ვიდეო, ტექსტი, ინფოგრაფია, პოდკასტი...

ინტერნეტ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაადვილება

ხუთ ენოვანი (ფრანგული, ინგლისური, არაბული, ესპანური და პორტუგალიური) პლატფორმა FRED გთავაზობთ, ისარგებლოთ 2000-ზე მეტი პედაგოგიური მასალით, რომელიც შექმნილია სახელმწიფო ოპერატორებისა (ფრანგული ინსტიტუტი, CNED, Canopé, TV5MONDE, RFI და ა.შ.) და ფრანგული ასოციაციის EdTech ძირითადი სუბიექტების მიერ.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნაციონალური განათლებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი ეს პლატფორმა ფრანგული კომპანიის Qwant მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით სარგებლობს.

გარდა საძიებო სისტემის საშუალებით რესურსების ნახვისა, ყოველ მომხმარებელს შეუძლია დამატებითი მასალის შემოთავაზება პირდაპირ პლატფორმაზე და ყოველდღიურად მისით სარგებლობა. FRED ასევე საშუალებას აძლევს შემსწავლელებს, რომ დაეკონტაქტონ მათი ქვეყნის ენის შემსწავლელ ცენტრებსა და დაწესებულებებს გეოლოკალიზაციის ფუნქციის მეშვეობით. და ბოლოს, საკუთარი სივრცის შექმნით, მომხმარებლებს ხელი მიუწვდებათ ფრანგული ენის შესასწავლად და სასწავლებლად საჭირო ექსკლუზიურ მასალებზე.

პლატფორმაზე გადასვლა : www.franceducation.fr

დღეიდანვე დაიწყეთ ფრანგული ენის შესწავლა უფასოდ, CNED-ის მიერ შექმნილი პროგრამით და დახვეწეთ თქვენი ცოდნა თამაშ-თამაშით Frantastique-თან ერთად. მასწავლებელი ხართ ? ისარგებლეთ შეუზღუდავად Éduc’ARTE-ს მასალებითა და მეთოდებით ერთი თვის განმავლობაში, FRED-ის მეჩვეობით დარეგისტრირებისას.

ფრანგული ენისა და მრავალენობრიობის გეგმის ერთ-ერთი ზომა

FRED საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ, 2018 წლის 20 მარტს წარმოდგენილი ფრანგული ენისა და მრავალენობრიობის სასარგებლოდ შემუშავებული გეგმის 33 ზომიდან ერთ-ერთია. FRED ინტერნეტ სასწვალო შეთავაზებას უფრო ხილულს ხდის და მისი მიზანია, ფრანგული ენის მიმზიდველობას შეუწყოს ხელი მთელ მსოფლიოში. ფრანგული ენის გავრცელება და შესწავლა საფრანგეთის დიპლომატიის უდიდეს მიზანს წარმოადგენს. დღეს ფრანგული მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში სალაპარაკო ენებს შორის დაახლოებით 275 მილიონი ფრანგულად მოსაუბრით. 2050 წლისთვის, ფრანკოფონ მოსაუბრეთა რიცხვი სავარაუდოდ 700 მილიონს გადააჭარბებს.

გამოქვეყნებულია 11/10/2019

გვერდის დასაწყისი