Goût de France : ჟორჟ სანდი სტუმრად „ბარბარესთან“ [fr]

ღონისძიება Goût de France-თან დაკავშირებით, ქურასბედიანების ოჯახმა რესტორანში « ბარბარესთან » ორი განსაკუთრებული ქალის ერთმანეთისთვის დაკავშირება გადაწყვიტა და შექმნა მენიუ ჟორჟ სანდი – ბარბარე ჯორჯაძე, რომელსაც 2018 წლის 21 მარტის საღამოს სტუმრებს შესთავაზებს.

ეს ინიციატივა პატივს მიაგებს სამზარეულოს, რომელმაც უკვე ორი საუკინის წინ შეძლო ქართული და ფრანგული ტრადიციების შეხამება. ეს კულინარიული თვალსაზრისით რთული, თუმცა სტიმულის მომცემი ამოცანაა : მენიუშია ორაგული ფენოვან ცომში და კიბორჩხალას ტარტარი ; კურდღლის პაშტეტი და ხახვის კონფი, იხვის სუკი მერლოში და ნუშის ნამცხვარი.

თქვენი რესტორანი ქართველი ფემინისტის ბარბარე ჯორჯაძის პატივსაცემად გაიხსნა ; შეგიძლიათ ამის შესახებ გვესაუბროთ ?

« ბარბარესთან » მისი შემოქმედებისდამი მიძღვნილი რესტორანია. ბარბარე ჯორჯაძე (1833–1895) მე-19 საუკუნის ქართველი არისტოკრატი ფემინისტი და მწერალი იყო. როგორც გამორჩეულმა მზარეულმა, მან თავის რეცეპტებს ერთ წიგნში მოუყარა თავი. მისი გამოცემა გიდობას უწევს ხელმოკლეებს, თუ როგორც უმასპინძლონ მცირე ხარჯებით და ამავდროულად ასწავლის მდიდრებს, თუ როგორ დაუბრუნდნენ პროდუქტზე ორიენტირებულ კულინარიას. ეს წიგნი ჩვენი დაწესებულების კონცეფცია და თვით გული გახდა.

რესტორნის შექმნის დღიდან, ბარბარეს რეცეპტებიდან მხოლოდ 125 მათგანი იქნა გადმოტანილი მენიუში ჩვენი შეფების მიერ. ამგვარად, ჩვენი საქმიანობით პატივს მივაგებთ ბარბარეს და უნიკალურ ქართული სამზარეულოს. ყოველი ახალი შეფ-მზარეული ამ წიგნიდან სწავლობს და მას თავისებურად აცოცხლებს. აპრილში, 50 ახალ რეცეპტს მენიუში შევიტანთ.

თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ფრანგულ კულინარიულ მსოფლიო დღესასწაულში მიგეღოთ მონაწილეობა 21 მარტს. ფრანგული გასტრონომიული ტრადიციის თქვენი რესტორნის კონცეფციასთან შეხამება გამოწვევა იყო თქვენთვის ?

ჩვენ გადავწყვიტეთ, მიგვეღო Goût de France-ის გამოწვევა და ამავდროულად, ჩვენი კონცეფციის ერთგულები დავრჩენილიყავით, რაც პირველი შეხედვით რთული გვეგონა. საბედნიეროდ, ფრანგულმა კულინარიამ თავისი ოქროს ხანა ბარბარეს ეპოქაში გაიარა : მე-19 საუკუნეში, ის მთელი მსოფლიოს ელიტამ გაითავისა. ამდენად, ფრანგული გავლენა ბარბარეს წიგნზე შესამჩნევია და შესაძლებლობების პოვნა არ გაგვჭირვებია.

თქვენი მენიუს შესახებ გვესაუბრეთ.

Goût de France-ის ვახშმისთვის ჟორჯ სანდისა და ბარბარეს დაკავშირების იდეა მათი საერთო შტრიხებიდან გამომდინარე მოგვივიდა აზრად : სუფრასთან შემოკრებისთვის მათ « გემრიელად მირთმევის » ცნება გამოიყენეს და მათი ხერხები, თუ როგორ მოემზადებინათ გემრიელად შეზღუდული ხარჯებით, ერთმანეთს ეპაექრება.

ჟორჟის ბევრი რეცეპტი ახლობელი აღმოჩნდა ჩვენთვის და ჩვენი Goût de France-ის მენიუს საფუძვლად იქცა : ფენოვანი ცომის კერძი, იხვი მერლოში, ნუშის ნამცხვარი და ა.შ. საერთო შტრიხების წინ წამოწევა ძალიან საინტერესო და დადებითი გამოცდილება იყო.

რაც შეეხება ყველს, ჩვენ სამცხე-ჯავახეთში მდებარე ფოკას მონასტრის ყველს შემოგთავაზებთ. მრავალი საუკუნის წინ, ფოკაში, მონასტრის მონაზვნები ფრანგ კათოლიკე მისიონერს შეხვდნენ, რომელსაც დაობებული მშრალი ყველი ჰქონდა თან. მათ ეს ყველი თავიანთ ეპისკოპოსს გაასინჯეს, რომელსაც იმდენად მოეწონა ის, რომ რეცეპტი ითხოვა. მოგვიანებით, მონაზვნები საფრანგეთში, ამ მისიონერის მონასტერს ესტუმრნენ და ყველის დამზადების მეთოდებს დაეუფლნენ. დაბრუნებისას, ისინი შესწავლილის პრაქტიკაში გამოყენებას შეუდგნენ. ფოკას ყველი ამ ურთიერთობისგან მიღებული მემკვიდრეობაა.

ჩვენი Goût de France-ის მენიუ იმ ისტორიასა და კავშირებს ეფუძნება, რომლებიც საფრანგეთსა და საქართველოს ოდითგანვე აერთიანებს.

წელს Goût de France-ი ღვინოს ეძღვნება. თქვენ როგორ გამოარჩევთ მას ?

ჩვენ ანა გოდაბრელიძესთან, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მეღვინეობის კომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ვიმუშავეთ. ანა გოდაბრელიძე საქართველოში აგრარული საინჟინრო დიპლომის მფლობელია, ხოლო ბორდოს მონტესკიეს უნივერსიტეტში მაგისტრის დიპლომი მოიპოვა მეღვინეობა-მევენახეობის დარგის ეკონომიკის და მართვის სამართლის განხრით.

ჩვენ ერთად ავარჩიეთ ღვინოები, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდება ჩვენს Goût de France-ის მენიუს. 21 მარტს, საღამოს განმავლობაში ქალბატონი გოდაბრელიძე ჩვენს სტუმრებს შერჩეულ ღვინოებს გააცნობს. ეს გამორჩეული ღვინოები იქნება.

JPEG - 103.1 ko
ქურასბედიანების ოჯახი: 2-ე რიგში მარცხნიდან : უფროსი ძმა თორნიკე ქურასბედიანი, სომელიე და მენეჯერი კომუნიკაციის დარგში ; მამა ზვიად ქურასბედიანი, დირექტორი და შესყიდვების უფროსი, ანდრია ქურასბედიანი, მთავარი მენეჯერი. 1-ელ რიგში მარიამ ჯიბუტი, დირექტორი, და პეტრე ქურასბედიანი.
ფოტო: ქურასბედიანების ოჯახი

გამოქვეყნებულია 13/03/2018

გვერდის დასაწყისი