Goût de France : რესტორნები გელოდებიან!

ფრანგული გასტრონომიის დღესასწაული - Goût de France ახლოვდება. 21 მარტს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად უკვე ემზადება შვიდი რესტორანი. ელჩის დროებითი არ ყოფნის გამო, თბილისში მდებარე ექვს რესტორანს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი დიდიე ლერუა ესტუმრა. ესეც მონაწილე რესტორნების მოკლე აღწერები...

JPEG
JPEG
JPEG
ლე მონრაშე 2016 წელს, ნიუ იორკიდან ჩამოსული შეფ-მზარეულის - ფრანჩესკოს ინიციატივით გაიხსნა. მობრძანდით, აქ თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ ადგილობრივი და სეზონური პროდუქტებისაგან დამზადებული უგემრიელესი კერძები, ქართული და ფრანგული ბიო ღვინოების თანხლებით (სხვათაშორის, მენიუ ყოველ სამ დღეში ერთხელ იცვლება).(იხილეთ მენიუ)

JPEG
JPEG
JPEG
პურ პური თავისი დიზაინით განსაკუთრებით დასამახსოვრებელია თბილისის მაცხოვრებელთათვის. მენიუში ჩვენ ვხვდებით როგორც ფრანგულ, ისე საერთაშორისო სამზარეულოს. წელს პურ პური პირველად მიიღებს მონაწილეობას Goût de France-ის ღონისძიებაში.(იხილეთ მენიუ)

JPEG - 62.5 ko
Restaurant "The Kitchen"/რესტორანი "The Kitchen"
JPEG - 59.6 ko
Restaurant "The Kitchen"/რესტორანი "The Kitchen"

JPEG
21 მარტს, სახელგანთქმული Rooms Hotel და მისი კოლექტივი, ზედიზედ მესამედ აღნიშნავენ ფრანგული გასტრონომიის დღესასწაულს. მათი შეფ-მზარეული, თამარი, სტუმრებს ფრანგული ტრადიციების მიხედვით მომზადებულ სპეციალურ მენიუს შესთავაზებს. (იხილეთ მენიუ)

JPEG
JPEG
JPEG
1990-იან წლებში, ალექსი ფოფხაძე გახლდათ ერთ-ერთი პირველი, ვინც ფრანგული რესტორანი გახსნა თბილისში. პარიზული ბისტროს გარემო, რომელიც ასე ძლიერ უყვართ მის მუდმივ სტუმრებს, 21 მარტს ტრადიციულ ფრანგულ მენიუს შემოგვთავაზებს. (იხილეთ მენიუ)

JPEG
JPEG
JPEG
Goût de France-ის ერთგული მეგობრები - მაკა, ქეთი და თამარი, უკვე მესამედ გვიმასპინძლებენ და შემოგვთავაზებენ რჩეულ მენიუს, რომელშიც ფუა გრა, ძროხის ხორცი და ფრანგული ტრადიციული ნამცხვარი - „ათასფურცელა“ (millefeuille) შევა. მობრძანდით ლე მარეში და დააგემოვნეთ უმაღლესი ხარისხის ფრანგული სამზარეულო მშვიდ და განტვირთულ გარემოში! (იხილეთ მენიუ)

PNG
PNG
JPEG
ნიკოლო და მეპანი, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში მდებარე იტალიური რესტორნის - ფილინის შეფ-მზარეულები, 21 მარტს პირველად მიიღებენ მონაწილეობას Goût de France-ის ღონისძიებაში. ისინი სტუმრებს იტალიური ელემენტებით გაზავებულ ფრანგულ მენიუს შესთავაზებენ. (იხილეთ მენიუ)

JPEG
JPEG
წელს პირველად, Goût de France ბათუმშიც ჩავა. ღონისძიებას ვერონიკა - სასტუმრო შერატონში მდებარე რესტორანი უმასპინძლებს.

publie le 11/04/2017

hautdepage