Goût de France 2018-ადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია [fr]

2018 წლის 14 მარტს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბ-მა პასკალ მენიემ პრესკონფერენცია მოაწყო, რომელიც 2018 წლის Goût de France-ის ღონისძიებას მიეძღვნა. საღამოზე საქართველოში მონაწილე რესტორნების შეფ-მზარეულები იყვნენ მიწვეულნი.

საფრანგეთის ელჩმა საზოგადოების ყურადღება გაამახვილა წლევანდელი კულინარიული ღონისძიების ორიგინალობაზე, კერძოდ კი მონაწილე რესტორნების რაოდენობის ზრდაზე (12 რესტორანი თბილისსა და ბათუმში) და ასევე იმ ფაქტზე, რომ რესტორანი « ბარბარესთან » და მისი მენიუ ბარბარე ჯორჯაძე – ჟორჟ სანდი (მე-19 საუკუნის ორი ფემინისტი და გურმანი ქალი) Goût de France-ის 8 ყველაზე ორიგინალურ მსოფლიო ინიციატივას შორის დასახელდა ოფიციალური პარიზის მიერ.

ბ-მა პასკალ მენიემ აგრეთვე აღნიშნა, რომ პირველად წლევანდელი ღონისძიება ეძღვნება ახალი აქვიტანიის რეგიონს და პატივს მიაგებს ცნობილი ფრანგი, ვარსკვლავების მფლობელი შეფ-მზარეულის, პოლ ბოკუზის ხსოვნას.

Goût de France-ი უნიკალური მსოფლიო ღონისძიებაა, რომელსაც 5 კონტინენტი და 150-ზე მეტი ქვეყანა მასპინძლობს. ზედიზედ მე-4 წელია, რაც Goût de / Good France-ი მსოფლიოს შეფ-მზარეულებს ფრანკოფონიის თვის ფარგლებში უყრის თავს. ყველა შეფ-მზარეული, ერთსა და იმავე დღეს, ოთხშაბათს, 2018 წ. 21 მარტს, მენიუს « ფრანგულ სტილში » შემოგთავაზებთ.

დამატებითი ინფორმაცია მონაწილე რესტორნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საფრანგეთის საელჩოს ვებ-გვერდზე ან Goût de / Good France-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სადაც თვითოეული რესტორნის მენიუა განთავსებული:http://restaurateurs.goodfrance.com/fr/restaurants-participants

Goût de France 2018-დმი მიძღვნილი პრესკონფერენცია
Goût de France 2018-დმი მიძღვნილი პრესკონფერენცია
საფრანგეთის საელჩი საქართველოში
Goût de France 2018-დმი მიძღვნილი პრესკონფერენცია
Goût de France 2018-დმი მიძღვნილი პრესკონფერენცია
საფრანგეთის საელჩო საქართველოში

ხამანწკები
ხამანწკები
საფრანგეთის საელჩო საქართველოში

საფრანგეთის საელჩო საქართველოში
ლოგო Goût de France
ლოგო Goût de France
ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნებულია 23/03/2018

გვერდის დასაწყისი