« Goût de France » 2019 : ჟან-პიერ ქსირადაკისის - ფრანგი შეფ-მზარეულის ქართულ ნიადაგთან შეხვედრა [fr]

« Goût de France »-ის მე-5 გამოშვების ფარგლებში, ჟან-პიერ ქსირადაკისი (მეგობრებისთვის « ქსირა »), ბორდოს ცნობილი რესტორნის "la Tupina" დამაარსებელი, თავის კოლეგა ფრანკ ოდუსთან ერთად საქართველოს სტუმრობდა უცხოელ მზარეულებთან და ადგილობრივი ტრადიციული კულინარიის წარმომადგენლებთან შესახვედრად.

სწორი კვებისა და ნიადაგის პოპულარიზაცია დიდ ქალაქებში

კულინარიულმა თავგადასავლებმა ჟან-პიერ ქსირადაკისი და მისი მეგზური ფრანკ ოდუ ალჟირში, მოლდოვასა თუ საბერძნეთში, ათონის მთაზე, ადგილობრივი სამონასტრო ტრადიციებთან შესახვედრად ჩაიყვანა.

ამ ქვეყნებში გამართულმა შეხვედრებმა ისინი პირველწყაროსთან დაბრუნების, დახვეწილი გასტრონომიის გამარტივების აუცილებლობის, კვების აუცილებელ პრინციპებთან დაბრუნების მნიშვნელობისა და მისი, როგორც იდენტობის მარკერის შენარჩუნების რწმენაში გაამყარა.

საქართველოში, რომლის ნიადაგის ტრადიციებსა და სოფლის მეურნეობას ერთსაუკუნოვანმა საბჭოთა მწარმოებლურობამ ზიანი მიაყენა, ორი შეფ-მზარეული ადგილობრივ გასტრონომიას მისი განსხვავებული ასპექტებით გაეცნო.

პროგრამაში იყო « Goût de France »-ის სულისკვეთების ფრანგულ-ქართული გალა ვახშამი : ფრანგული - მენიუს შემადგენლობის და კერძებისა და ღვინის შეხამების თვალსაზრისით, ხოლო ქართული - ადგილობრივი დასახელებებისა და სეზონური ინგრედიენტების კუთხით. აღნიშნულ ვახშამს მ.ა. საფრანგეთის ელჩთან ერთად 80 სტუმარი ესწრებოდა და ის « სტამბას », დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გლამურული რესტორნის შეფ-მზარეულებმა მოამზადეს. ვახშამზე ადგილობრივი ქართული ჯიშის ღვინით, საფერავით და ქისით გაუმასპინძლდნენ « ლუკასის მამულიდან », რომელიც მრავალი პრემიის მფლობელია და ტიპიურობის უმაღლეს დონეს დაღვინების თანამედროვე ტექნიკას უსადაგებს.

რესტორანმა « ჩვენი », რომელიც გურამ ბაღდოშვილმა, საქართველოში 2018 წლის « Gault et Millau »-ს მიერ გამორჩეულმა შეფ-მზარეულმა შექმნა, მდგრადი სამზარეულოს გამოწვევბისადმი მიძღვნილ დისკუსიას უმასპინძლა. პარტნიორი რესტორნების შერჩევა შემთხვევითი არაა, ვინაიდან « ჩვენი » და « სტამბა » იმ სავაჭრო მარკებს შორის არიან, რომლებიც ქართული ნიადაგის პროდუქტისთვის მისი კეთილშობილების დაბრუნებას ცდილობენ : ტრადიციული სიმინდის გალეტები ფენქეიქების სტილში, მივიწყებული ბოსტნეული ტრადიციული ქართული ყველის გრატენით, ადგილზე გამომცხვარი პური ადგილობრივი ხორბლის ძველი ჯიშების ფქვილისგან. ნიადაგის პროდუქციისა და თანამედროვეობის გემოვნებით შეხამების ნიჭი საქართველოში უდიდესი გამოწვევაა ადგილობრივი სოფლის მეწარმეების გადარჩენისთვის.

სამარხვო სადილის შემუშავება სამონასტრო სამზარეულოს შესწავლით

თბილისის ეტაპის შემდეგ, შეფ-მზარეულები კახეთს, მეღვინეობის აკვნად მიჩნეულ რეგიონს ეწვივნენ.

JPEG - 164 ko
ალავერდი

შუამთის მონასტრის მონაზვნებთან ერთად, ორი ფრანგი მზარეული სამარხვო სადილის მომზადებას შეუდგა, რომელმაც მაღალი რანგის სტუმრებს თავი მოუყარა ალავერდის მონასტერში, რომელიც ღვინოს 1011 წლიდან აწარმოებს.

სტუმრებს შორის იყვნენ : მთავარეპისკოპოსი დავითი, ელჩები, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის ეკონომიკის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ასევე, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები. ეს სამარხვო სადილი მონასტრების კვებითი ტრადიციების გახსენების საშუალებას იძლევა, კერძოდ ყოველგვარი ხრიკების გარეშე, ადგილობრივი და სეზონური პროდუქტით მომზადებული საკვებისა. მით უფრო აქტუალურია ეს საკითხები ახლა, როცა გაერთიანებული ერები მსოფლიოს უფრო მდგრადი გასტრონომიისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულ სადილზე სტუმრებს ქართველი ბერების მიერ თიხის ქვევრებში დაძველევული ღვინით გაუმასპინძლდნენ, რომლის წარმოებაც ბადაგონის მამულთან ერთად ხორციელდება.

JPEG - 108 ko
მთავარეპისკოპოსი დავითი, ჟან-პიერ ქსირადაკისი და ბ0მი პასკალ მენიე, საფრანგეთის ელჩი
ფოტო: ბადაგონი

ვიზიტის სხვა ეპიზოდები :

18 მარტი 18სთ. - ჟან-პიერ ქსირადაკისმა სამცხე-ჯავახეთში, უდეს მონასტრისა და ფოკას მონასტრის პროდუქტი გასინჯა. მიზანი ადგილობრივი სამონასტრო კულინარიული ტრადიციის გაცნობა და მისი სხვებისთვის გაცნობა იყო. კახეთში, შეფ-მზარეულმა და მისმა გუნდმა ადგილობრივი ხორბლის ჯიშებისგან მიღებული პროდუქტი დააგემოვნეს.

20 მარტი 15სთ. - ფრანგმა შეფ-მზარეულებმა ღია დისკუსია გამართეს "საქართველოსა და საფრანგეთში მდგრადი გასტრონომიის გამოწვევების" ირგვლივ, რომელიც გაიმართა რესტორნაში « ჩვენი », გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, ადგილობრივი მეწარმეების, შეფ-მზარეულ გურამ ბაღდოშვილისა (Gault et Millau-ს ნიშნის მფლობელი) და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მონაწილეობით. მონაწილეებმა ადგილობრივი პროდუქციისთვის უპირატესობის მინიჭების, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და დასახელებების დაცვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

JPEG - 89.9 ko
დისკუსიის შემდეგ გამართული კულინარიული დემონსტრირება რესტორანში ჩვენი
ფოტო: საფრანგეთის საელჩო
JPEG - 150.4 ko
დისკუსია რესტორანში "ჩვენი"
ფოტო: საფრანგეთის საელჩო

21 მარტი 10სთ. - ფრანგმა შეფ-მზარეულებმა გამართეს მასტერკლასი « ქართული ნიადაგი », რომელიც ახალგაზრდა ქართველი მზარეულებისთვის იყო განკუთვნილი და რომლის დროსაც კერძები ადგილობრივი ტრადიცული პროდუქტით მოამზადეს და მსოფლიო გასტრონომიის მომავალზე ისაუბრეს.

JPEG - 177.1 ko
მასტერკლასი კულინარიულ აკადემიაში
  • ჟან-პიერ ქსირადაკისი ცნობილია იმით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის სამზარეულო. 1968 წლიდან, ის იცავს გასტრონომიას, რომელიც პატივს სცემს ბუნებას, სეზონსა და ტრადიციას. მისმა რესტორანმა New York Times-ის, Washington Post-ის, Times London-ის ჯილდოები მოიპოვა. მსოფლიოს საუკეთესო ბისტრო New York Herold tribune-ის შეფასებით; New York Times-მა კი მას პირველი გვერდი დაუთმო. « La Tupina » მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებს შორისაა.

გამოქვეყნებულია 17/04/2019

გვერდის დასაწყისი