« Goût de France », 21 მარტი 2018 : ფრანგული გასტრონომიის დღე საქართველოში მეოთხედ აღინიშნება [fr]

2018 წლის 21 მარტს, « Goût de France / Good France »-ის რიგით მეოთხე ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში შერჩეული ათიოდე რესტორანი შემოგთავაზებთ ვახშამს ფრანგულ სტილში. ისინი მსოფლიო მოძრაობას შეუერთდებიან : ერთსა და იმავე საღამოს, 2500-ზე მეტი შეფი 150 ქვეყნიდან ფრანგულ ცხოვრებისეულ ხელოვნებას აღნიშნავს.
Goût de France - JPEG

ღონისძიების « Goût de France 2018 » აღნიშვნაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ შერჩეული ქართველი შეფ-მზარეულებისთვის მიცემული მისიის არსი კრეატიულობა და პროფესიული უნარ-ჩვევები იყო. მათი ამოცანა ისეთი მენიუს მოფიქრება იყო, რომელიც პატივს მიაგებს ფრანგულ კულინარიულ ტრადიციას : წმინდად ფრანგული მენიუ ან ფრანგული და ქართული კულინარიული ტრადიციების შერწყმა. თორმეტივე მონაწილე რესტორანმა « ფრანგების გასტრონომიული ვახშმის » ბრწყინვალე ხელახალი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა.

ასე რომ, 21 მარტის საღამოს, ზუსტად ერთი თვის შემდეგ, საფრანგეთის საელჩო საქართველოში გიწვევთ, გაეცნოთ შერჩეული რესტორნების შეფ-მზარეულების « Goût de France » შემოთავაზებას,

თბილისში :

ბათუმში :

ვინაიდან წლევანდელ ღონისძიებას ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შტრიხი ექნება, მონაწილე რესტორნებმა ყურადღება კერძებისა და ღვინის შეხამებაზე გაამახვილეს, მრავალი მათგანი ფრანგულ ღვინოს შემოგთავაზებთ.

რესტორნების დაჯავშნა შესაძლებელი და რეკომენდებულია დღეიდანვე.

რესტორანი “ანდროპოვის ყურები” (რედისონი), 20 მარტს, « ფრანგების გასტრონომიული ვახშმის » საპატივცემულო ღონისძიებას უმასპინძლებს. იხილეთ ოფიციალური ვებ-გვერდი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ვებ-გვერდს და ფეისბუკის გვერდს, რომლებიც შემოგთავაზებთ რამდენიმე ინტერვიუს შერჩეულ შეფებთან ; ან « Goût de France / Good France »-ის ოფიციალურ ვებ-გევრდს.

Goût de France
Goût de France
Goût de France
Goût de France
Goût de France
Goût de France
Goût de France
Goût de France

გამოქვეყნებულია 22/02/2018

გვერდის დასაწყისი