« Goût de France / Good France »-ისადმი მიძღვნილი ვახშამი საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში

22 მარტს, ღონისძიება « Goût de France / Good France »-ისა და ფრანკოფონიის თვის ფარგლებში, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბ-მა პასკალ მენიემ და მისმა მეუღლემ საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში ათიოდე სტუმარს უმასპინძლეს.

JPEG - 306.3 ko
Dîner à la résidence de France/ვახშამი საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში

ვახშამზე მიწვეულნი იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი იანოშ ჰერმანი, გერმანიის ელჩი ბეტინა კადენბახი და საქართველოს ეკონომიკური და კულტურული წრეების გამოჩენილი ადამიანები.

JPEG - 1.4 Mo
Dîner à la résidence de France/ვახშამი საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში

ფრანგული შტრიხებით გამორჩეულმა ვახშამმა სტუმართმოყვარე გარემოში ჩაიარა. სტუმრებმა ამ საღამოსთვის სპეციალურად შერჩეული მენიუ დააგემოვნეს, რომელიც ფრანგული კულინარიული ხელოვნებისა და ადგილობრივი პროდუქტების ნაზავი იყო და ფრანგული ღვინო და შამპანური ამშვენებდა.

JPEG - 50.9 ko
მენიუ

იმართება რა ზედიზედ მეორედ, « Goût de France / Good France » მთელს მსოფლიოში ფრანგული კულინარიის პოპულარიზაციის ღონისძიებაა. 21 მარტს, 1500-ზე მეტმა რესტორანმა უმასპინძლა ფრაგულ ფერებში გადაწყვეტილ ვახშამს. 150 მონაწილე ქვეყანაში, საფრანგეთის ელჩები და კონსულებიც ჩაერთვნენ ღონისძიებაში და მათი რეზიდენციის ქვეყნების სახელგანთქმულ ადამიანებს ვახშამზე მოუყარეს თავი.

JPEG - 28.1 ko
Table aux couleurs de la France/მაგიდა საფრანგეთის ფერებით

publie le 24/03/2016

hautdepage