« Goût de France / Good France » რუსთავი 2-ზე

ღონისძიება « Goût de France / Good France »-ის პოპულარიზაციის მიზნით, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ ტელეარხ რუსთავი 2-ის 17 მარტის დილის გადაცემაში (პირდაპირ ეთერში) მიიღო მონაწილეობა. ფრანგული სამზარეულოსა და « Goût de France »-ის შექმნის ისტორიის გარდა, ელჩმა ასევე ისაუბრა ფრანკოფონიის თვის ფარგლებში ორგანიზებული სხვადასხვა კულტურული ღონისძიების შესახებ, კერძოდ მწერალ დავიდ ფონკინოსის ვიზიტზე.

გადაცემის დასასრულს, ელჩმა და ჟურნალისტებმა რესტორან « ტარტინის » შეფ-მზარეულის, ქეთი მუმლაძის მიერ მომზადებული დესერტი დააგემოვნეს. ეს უკანასკნელი 21 მარტის ღონისძიების მონაწილეა.

http://rustavi2.com/ka/video/13744?v=2

JPEG - 70.2 ko
Emission du matin "Bon matin la Géorgie" / დილის გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველო"

publie le 22/03/2016

hautdepage