Goût de France / Good France "ტარტინის" სტუმარია

JPEG - 120.7 ko
Ketevan Mumladze- chef cuisinier de "Tartine"

ინტერვიუ ქეთევან მუმლაძესთან, თბილისში რესტორან « ტარტინის » შეფმზარეულთან

რატომ გადაწყვიტეთ წელს ღონისძიებაში « Goût de France / Good France » მონაწილეობის მიღება ?

ეს არჩევანი ლოგიკურია, ჩვენი რესტორანი ფრანგულ სამზარეულოს სთავაზობს თბილისელებს. ეს ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა ქართული და ფრანგული სამზარეულოები ერთმანეთს დავუკავშიროთ და არაორდინალური მენიუ შემოგთავაზოთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ !

როგორია 21 მარტის მენიუ ?

მენიუ ფრანგული რეცეპტების მიხედვითაა შედგენილი, თუმცა ჩვენ ქართული შტრიხები დავუმატეთ ქართული სუნელებისა და პროდუქტების გამოყენებით. მაგალითად, პირველ კერძად მოცემული « ფუაგრა » სვანური სუნელით იქნება შენელებული. ძირითად კერძად გთავაზობთ ზღვის მგელს ჩაქაფულის საწებელით. ფრანგული და ქართული სამზარეულოები ძალიან მდიდარია და ფრანგული მეთოდების ქართული ელემენტებით შეხამებით, გვსურს, ჩვენი კლიენტების აღფრთოვანება გამოვიწვიოთ.

JPEG - 121.3 ko
Brasserie Tartine

საიდან მოდის სამზარეულოთი თქვენი გატაცება ?

კულინარია მრავალ შესაძლებლობას გვთავაზობს. მე ყოველთვის მიყვარდა გემოებისა და ფერების შეხამება ბუნებრივი პროდუქტებისა და ინგრედიენტების გამოყენებით. რამდენიმეჯერ ვიყავი საფრანგეთში, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში ფრანგულს ვასწავლიდი. გადაწყვეტილება, შეფმზარეული გავმხდარიყავი, ცოტა ხნის წინ, რესტორან “ტარტინის” გახსნისას მივიღე.
რას ანიჭებთ უპირატესობას ფრანგულ სამზარეულოში?
სოუსებს! ისინი აძლევენ გემოს კერძებს... ჩემი საყვარელი ბეარნული და წიწაკიანი სოუსებია…

საყვარელი კერძი ?

ხბოს რაგუ.

PNG - 38.6 ko
მენიუ

დაუყოვნებლივ დაჯავშნეთ მაგიდა 21 მარტისთვის!

"ტარტინი"
სამღებროს 6
0105 თბილისი
ტელ: (995 32) 2 43 89 68
JPEG
PNG

publie le 09/03/2016

hautdepage