Goût de France / Good France 2016 : წარმატებული ღონისძიება !

მეორე წელია მიყოლებით, რაც ღონისძიებამ “Goût de France / Good France” 2016 წლის 21 მარტს, 1500-ზე მეტ შეფმზარეულს 5 კონტინენტზე მოუყარა თავი ფრანგული კულინარიის ზეიმის აღსანიშნავად. ყველა მონაწილე რესტორანში გამართული ვახშმით, აღნიშნული მოვლენა მიეძღვნა ფრანგული სამზარეულოს სრულყოფილებას, მის ინოვაციურ უნარსა და იმ ღირებულებებს, რომელთაც ის ავრცელებს: ურთიერთობას, სიამოვნებას და “გემრიელად მირთმევის” პატივისცემას.

თბილისში, ღონისძიებას, რომელიც ფრანკოფონიის თვის ფარგლებში გაიმართა, დიდი წარმატება ხვდა წილად ოთხივე მონაწილე რესორანში: კულინარიუმი, ლე მარე, კიჩენი და ტარტინი.

საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს შეფ-მზარეულებს მათი ჩართულობისა და კრეატიულობისთვის!

ღონისძიებისთვის მზადება ლე მარეს დარბაზსა და სამზარეულოში
JPEG
JPEG
ქეთი მუმლაძე, რესტორან ტარტინის შეფი, თავისი მენიუს მზადებას შეუდგა
JPEG
JPEG
საფრანგეთის ფერებში გაწყობილი მაგიდა კულინარიუმში
JPEG
რესტორან კიჩენის კლიენტები სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მომზადებულ კერძებს აგემოვნებენ
JPEG

გამოქვეყნებულია 31/03/2016

გვერდის დასაწყისი