Goût de France / Good France 2018 იწყება : ვიწვევთ ქართველ შეფ-მზარეულებს [fr]

ფრანგული გასტრონომიის ტრადიცია, სიცოცხლისუნარიანობა და ორიგინალობა ზედიზედ მეოთხე წელს აღინიშნება ღონისძიებით Goût de France / Good France. 2018 წლის 21 მარტს, ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, აღნიშნული ღონისძიება მთელი მსოფლიოს შეფ-მზარეულებს მოუყრის თავს.

JPEG
მსოფლიოს უდიდესი ფრანგული ვახშამი

ეს საერთაშორისო მასშტაბის მოვლენა 2015 წელს შეიქმნა, მას შემდეგ რაც « ფრანგების გასტრონომიული სადილი » იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში ჩაიწერა. ამ დროიდან მოყოლებული, ყოველ 21 მარტს, აღნიშნულ ზეიმში მონაწილეობის მსურველი მზარეულები სტუმრებს სთავაზობენ, ფრანგული ცხოვრებისეული ხელოვნება მათ რესტორანში ვახშმობით გაიზიარონ და ამგვარად, პატივი სცენ მის ღირებულებებს : ურთიერთობას, გემრიელად მირთმევის თაყვანისცემას, კულინარიულ ჰედონიზმს.

მის სიცოცხლისუნარიანობას ასევე ადასტურებს თვითოეული რესტორნის მიერ შემოთავაზებული ფრანგული სამზარეულოსა და ადგილობრივი ტრადიციული გასტრონომიის ორიგინალური შეხამება.

2017 წელს, მსოფლიოს მასშტაბით 2100 რესტორანმა და 149 ქვეყანაში მდებარე საფრანგეთის 156 საელჩომ და საკონსულომ მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში.

ვარსკვლავიანი რესტორნით დაწყებული ხარისხიანი ბისტროთი დამთავრებული, საქართველოს შეფ-მზარეულებს ვიწვევთ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ დღესასწაულში. ჩაწერის მსურველებს შეგიძლიათ გადახვიდეთ ვებ-გვერდზე www.goodfrance.com 2018 წლის 15 თებერვლამდე და წარმოადგინოთ მენიუ, რომელიც 2018 წლის 21 მარტის საღამოსთვის გექნებათ მოფიქრებული.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ტიფენ ლუკას 32 272 13 59

ოფიციალური ვებ-გვერდი Goût de France 2018.
თვალი ადევნეთ ღონისძიების მსვლელობას ფეისბუკზე და ტვიტერზე #GoodFrance #GoutDeFrance

გამოქვეყნებულია 07/02/2018

გვერდის დასაწყისი