Hello Tomorrow, საფრანგეთის ინიციატივა ახალგაზრდა მეწარმეების მხარდასაჭერად

საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს არაკომერციული ინიციატივა Hellow Tomorow მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბით ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას. პროექტი ეფუძნება ნოვატორული ტექნოლოგიების განვითარებას.

ამ მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოებისა და საკონსულოების დახმარებით, 2016 წლის მანძილზე მსოფლიოს 12-მდე ქალაქში მხარს დაუჭერს კონფერენციების Hello Tomorrow ორგანიზებას. 2016 წლის 13 და 14 ოქტომბერს პარიზში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციის გამართვა სამეწარმეო დარგში საფრანგეთის უპირატესობის წარმოსაჩენად.

JPEG

პროექტის Hello Tomorrow მიზანია, ახალგაზრდა მეწარმეები ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებთან დააკავშიროს და სტიმული მისცეს ინოვაციას ყველა ზომის საწარმოში ისეთ სტრატეგიულ თემებზე, როგორიცაა : ენერგია და გარემოს დაცვა, ჯანმრთელობა, ტრანსპორტი, საკვები პროდუქტები და სოფლის მეურნეობა, ნარჩენების გადამუშავება, წყალი და სხვა.

19 აპრილს ოფიციალურად გაიხსნა ახალგაზრდა პერსპექტიული საწარმოების 2016 წლის საერთაშორისო კონკურსისთვის კანდიდატურების მიღება, რომელიც 17 ივნისს დაიხურება. შერჩეულ 100 საუკეთესო ნოვატორულ საწარმოს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს ოქტომბრის დასაწყისში პარიზის საერთაშორისო კონფერენციაში Hello Tomorrow. გამარჯვებული საწარმო საქმიანობის განვითარებისთვის გამიზნული 100 000 ევროთი დაჯილდოვდება.

კანდიდატურების წარსადგენად იხილეთ ვებ-გვერდი: http://challenge.hello-tomorrow.org/

publie le 28/04/2016

hautdepage