Hello Tomorrow Challenge-ის 4-ე კონკურსი

კანდიდატურების მიღება 2017 წლის 10 აპრილიდან 1 ივნისამდე.

Hello Tomorrow Challenge მაღალტექნოლოგიური სტარტაპებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონკურსია. კანდიდატურების წარდგენა წარმოებს 2017 წლის 10 აპრილიდან 1 ივნისამდე. იხილეთ გადმოსატვირთი დოკუმენტები აღნიშნული კონკურსის პოპულარიზაციის მიზნით.

PNG

კონკურსი

კონკურსის მიზანია საერთაშორისო დონეზე მყარი კავშირების დამყარება მაღალი დონის ინვესტორებთან, მრეწველებთან და მწარმოებლებთან.

ის საშუალებას აძლევს გამორჩეულ სტარტაპებს, რომ მსოფლიოს მაღალტექნოლოგიურ სტარტაპთა შორის იყვნენ აღიარებულნი და ამგვარად, წარდგენილნი დიდ მედია საშუალებებში.

გამარჯვებულს პრიზად ერგება 100 000 €, ხოლო თვითოეული კატეგორიის გამარჯვებულს 15 000 €. მათ ასევე პრივილეგირებული წვდომა ექნებათ პარტნიორ პროგრამებთან.

ქრონოლოგია

- 10 აპრილი: კანდიდატურების მიღების დასაწყისი
- 1 ივნისი: კანდიდატურების მიღების დასასრული
- 1 ივლისი: 500 საუკეთესო სტარტაპის გამოცხადება
- 1 სექტემბერი: ფინალისტთა სიის გამოქვეყნება
- 26 & 27 ოქტომბერი: ფინალური ტურები Global Summit-ის დროს

დამატებითი ინფორმაციისთვის გადმოსატვირთი დოკუმენტები:

- საპრეზენტაციო ბროშურა ინგლისურ ენაზე (PDF)
- ფლაერი ინგლისურ ენაზე (PDF)

Hello Tomorrow Challenge-ის ვებ-გვერდი

publie le 02/06/2017

hautdepage