MEDEF International-ის ვიზიტი

2017 წლის 27 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით, თბილისს ეწვია MEDEF International-ის დელეგაცია ბ-ნი კრისტოფ ფონტენის, კომპანია Oberthur Technologies-ს Identité-ს განყოფილების გენერალური დირექტორის და აღმასრულებელი საბჭოს წევრის, MEDEF International-ის კომპანიათა ხელმძღვანელების საბჭოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა 28 სხვადასხვა კომპანიის, დიდი ჯგუფების, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები 10 სხვადასხვა სექტორიდან: საბანკო საქმიანობა, მშენებლობა და ინფრასტრუქტურები, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, ურბანული და გარე, თავდაცვა, ენერგია, კონსალტინგი, სოფლის მეურნეობა და აგროალიმენტაცია.

MEDEF International-ის დელეგაციის ვიზიტი რიგით მეხუთეა საქართველოში განხორციელებულ მისიებს შორის. პროგრამამ საშუალება მისცა ფრანგულ კომპანიებს პირადად გასაუბრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, შეხვდროდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებსა და ადგილობრივ კომპანიებს, ისევე როგორც ქვეყანაში აქტიურ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს.

გარდა ამისა, დელეგაცია მიწვეულ იქნა საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ბატონი დიდიე ლერუას მიერ მათ საპატივსაცემოდ დაგეგმილ მიღებაზე, რომელმაც კომპანიებს ვიზიტის დროს დაწყებული საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებისა და ადგილობრივ ბიზნესმენებთან ახალი კონტაქტების დამყარების საშუალება მისცა.

JPEG
JPEG
JPEG

publie le 13/04/2017

hautdepage