მარტი 2018: ფრანკოფონიის თვე [fr]

საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო, კანადის საელჩო და რუმინეთის საელჩო, მთელი მარტის თვის განმავლობაში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებებთან ერთად.

წელსაც, მრავალი ღონისძიების საშუალებით, თქვენ შეძლებთ, ეზიაროთ ან ხელახლა აღმოაჩინოთ ფრანკოფონია და ფრანკოფონული კულტურა.

მთელი მარტის თვის განმავლობაში, თქვენ შგიძლიათ, დაესწროთ მრავალფეროვან კულტურულ, ლიტერატურულ, კინემატოგრაფიულ, მუსიკალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს. კერძოდ, პროგრამაშია: ფრანგი მწერლის, ქეთევან დავრიშევის და ბელგიელი მწერლის იზაბელ ვერის ვიზიტები, შვეიცარიელი მწერლის დანიელ მაჯეტის ნაწარმოების ქართული თარგმანის პრეზენტაცია, ფრანგი პიანისტის და კომპოზიტორის ნიკოლა სელოროს კონცერტი, კინოსეანსები ფრანგულენოვანი ფილმების დღეების ფარგლებში, კონცერტები და სხვა.

კულინარიული ღონისძიების Goût de France ფარგლებში ქართველი შეფ-მზარეულები შემოგვთავაზებენ ფრანგულ ვახშამს.

ამასთანავე, მრავალი შეხვედრა, კონფერენცია, მრგვალი მაგიდა და პრეზენტაცია გაიმართება როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და პარატძეულში.

ფრანკოფონია 2018-ის ფარგლებში გაიმართება კონკურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები.

ჩამოტვირთეთ ფრანკოფონია 2018-ის პროგრამა

იხილეთ ფრანკოფონია 2018-ის კონკურსები ფრანგული ინსტიტუტის ვებ-გვერდზე

JPEG - 122.6 ko
ფრანკოფონია 2018

გამოქვეყნებულია 11/06/2018

გვერდის დასაწყისი