OFII - ს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

2020 წლის 12 თებერვალს თბილისს ეწვია საფრანგეთის იმიგრაციის და ინტეგრაციის ოფისის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყო ხუთი ფრანგი ექიმი და მას ხელმძღვანელობდა ოფისის გენერალური დირექტორი, პრეფექტი ბატონი დიდიე ლეში. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს სამედიცინო სისტემის უკეთ გაცნობა, საქართველოში არსებული სამედიცინო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაცვლის პროცედურების ამოქმედება და თანამშრომლობის ახალი გზების განხილვა.

ბატონი ლეში შეხვდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ქალბატონ თამარ გაბუნიას და მინისტრის მოადგილეს ქალბატონ თეა ახვლედიანს. ის აგრეთვე შეხვდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OMS) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIM) ადგილობრივი ოფისების ხელმძღვანელებს.

ეს ვიზიტი შედგა იმ ვითარებაში, როდესაც საფრანგეთში სულ უფრო და უფრო მატულობს თავშესაფრის მიღების დაუსაბუთებელი მოთხოვნები, რომლებიც განპირობებულია სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით. ვიზიტმა დელეგაციას საშუალება მისცა უკეთ გაეცნო ის ოცდაოთხი ვერტიკალური სახელმწიფო პროგრამა, რომელის ფარგლებში საქართველოში შესაძლებელია ძირითადი მძიმე დაავადებების მკურნალობა დამაკმაყოფილებელ ვითარებაში, აგრეთვე ავადმყოფთა მოვლის საშუალებები და დედაქალაქის რამდენიმე კლინიკაში შეთავაზებული მკურნალობის საშუალებები.

OFII - ს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
OFII - ს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
OFII - ს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
OFII - ს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია 06/03/2020

გვერდის დასაწყისი