One Planet Summit, სახელმწიფო და კერძო ფინანსები კლიმატის სამსახურში [fr]

2017 წლის 12 დეკემბერს, პარიზის ისტორიული სამიტიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, “One Planet Summit” ახალ კონკრეტულ პასუხებს გასცემს კითხვას: “შეგვწევს უნარი, გავერთიანდეთ, რომ ერთად, კონკრეტულად ვიმოქმედოთ კლიმატის გამოწვევის წინაშე?”

JPEG - 33.4 ko
ლოგო "One Planet Summit"

ჩვენ ერთი პლანეტა ვართ

დედამიწა უნიკალური და სუსტი ეკოსისტემაა, რომელზეც თვითოეული ჩვენგანი ცხოვრობს და მოქმედებს. ამ ეკოსისტემის დაცვა პრიორიტეტია, რადგანაც ჩვენ სხვა გეგმა არ გვაქვს: სხვა პლანეტა არ გვაქვს.

იმისათვის, რომ ჩვენი საერთო ხვედრის სიმაღლეზე ვიდგეთ, უნდა გავერთიანდეთ, რომ ერთად, კონკრეტულად ვიმოქმედოთ.

რა სიახლეებით შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო ფინანსურ სექტორებს მხარი დაუჭირონ და დააჩქარონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა? ეს შეკითხვა “One Planet Summit”-ის ლეიტმოტივია, 2017 წლის 12 დეკემბერს.

სახელმწიფო და კერძო ფინანსები კლიმატის სამსახურში

“One Planet Summit”-ის მიზანია:

  1. ვიმოქმედოთ კონკრეტულად და კოლექტიურად : გამოსავალი არსებობს, ის უნდა განვავრცოთ რაც შეიძლება სწრაფად გლობალური დი ლოკალური მასშტაბით.
  2. დავნერგოთ სიახლეები : კრეატიული და მოხერხებული მეთოდებით, რათა ჩვენი სისტემები გარდაუვალ ცვლილებებს შევუსაბამოთ და კიდევ დავაჩქაროთ სათბურის გაზების გამოყოფა.
  3. ვიყოთ სოლიდარულები : ჩვენ ყველას გვეხება კლიმატის ცვლილება, მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი უფრო მოწყვლადია. ყველას კეთილდღეობისთვის, ერთად უნდა ვიმოქმედოთ და უფრო მეტად დავეხმაროთ ქვეყნებს და მოსახლეობებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ეს სამიტი იქნება კონკრეტული და ახალი ქმედებებისა და განცხადებების წარმდგენი ფორუმი სახელმწიფო და კერძო სექტორების ვალდებულებებით.

სამიტის ორგანიზატორები არიან საფრანგეთი, გაერო და მსოფლიო ბანკი, კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონევნციასთან (CCNUCC), ჯგუფ We Mean Business-თან, კლიმატისა და ენერგიის შესახებ მერთა კონვენციასთან, ევროკომისიასთან, ქსელ C40 Cities-თან და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

გამოქვეყნებულია 26/12/2017

გვერდის დასაწყისი