Paris Healthcare Week, ჯანმრთელობის სფეროს აღჭურვილობის გამოფენა

28 მარტიდან, ვიზალიებრალიზაციის ამოქმედების შემდეგ, შესაძლებელია შენგენის ზონაში გამგზავრება მოკლევადიანი პერიოდით. რასაკვირველია დასასვენებლად, მაგრამ რატომაც არა საქმეზეც ?

Paris Healthcare Week საფრანგეთის პირველი გამოფენაა ჯანმრთელობის სფეროში. თავს უყრის რა ყველა დარგის სპეციალისტს, ღონისძიება 29 000-ზე მეტ ექსპერტს, თანამდებობის პირსა და პროფესიონალს მასპინძლობს ჯანმრთელობის დაწესებულებების მშენებლობის, აღჭურვილობის, შეერთებისა და მენეჯმენტის განხრით.

Paris Healthcare Week-ის ორგანიზატორია PG Promotion და აერთიანებს საფრანგეთის ჰოსპიტალური ფედერაციის გამოფენებს (HopitalExpo, GerontHandicapExpo და HIT), ასევე Intermeditech-სა და Salon Infirmier®-ს, და გვთავაზობს ჯანდაცვის სისტემის ინოვაციური შესაძლებლობების გლობალურ, განსხვავებულ და სრულყოფილ ხედვას.

2016 წელს, გამოფენასა და მის 750 მონაწილეს 29 058 ადამიანი ესტუმრა, რომელთა შორის 9% უცხოელი ვიზიტორი იყო. წელს, Paris Healthcare Week გაიმართება 16-დან 18 მაისამდე Porte de Versailles-ის საგამოფენო პავილიონში.
JPEG

publie le 18/04/2017

hautdepage