« Resolution of Silence - Abkhazia » - ფრანგი ფოტოგრაფის, ორელიენ ვილეტის ფოტოგამოფენა [fr]

2018 წლის 27 სექტემბერს, საქართველოში საფრანგეთის ელჩის ბ-ნი პასკალ მენიეს მონაწილეობით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის ორელიენ ვილეტის ფოტოგამოფენა, რომელიც აფხაზეთის მიტოვებულ ისტორიულ ადგილებს ეძღვნება.

ორგანიზატორები: ფონდი EroArt და ArtEchos (ქალბატონი დალი უბილავა დე გრააფის ხელმძღვანელობით), საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოში საფრანგეთის საელჩო, აგრეთვე სხვა ქართველი და უცხოელი პარტნიორები.

მიტოვებული ადგილების გადაღება თანამედროვე ფოტოგრაფიის სახელოვნებო გამოხატვის ერთ-ერთი მიმართულებას წარმოადგენს.
ეს ფოტოგრაფ ორელიენ ვილეტის რჩეული სტილიცაა. აღნიშნული გამოფენისთვის, მიტოვებული ისტორიული ძეგლების გადასაღებად, ხელოვანი აფხაზეთში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდა.

90-იანი წლების დასაწყისის შეიარაღებულმა კონფლიქტმა, ეს ოდესღაც განსაცვიფრებელი სილამაზის ისტორიული ძეგლები მიტოვებულ მელანქოლიურ ადგილებად, ოდესღაც დიდებული წარსულის აჩრდილებად გადააქცია.

ორელიენ ვილეტი ამ მიტოვებული ციხეების, სანატორიუმების, სახლებისა და ბაღების ფოტოებით გამოხატავს ამ ფანტომური ადგილების ნოსტალგიასა და სიმარტოვეს.

ორელიენ ვილეტი დაიბადა 1982 წელს პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქ შენეში. ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილების სურვილით, 2008 წლიდან საკუთარ მთავარ გატაცებას - მოგზაურობას უთმობს დროს და სწორედ ამ დროს ეცნობა ფოტოგრაფიის ხელოვნებასაც. ამ დროიდან მოყოლებული, სხვადასხვა ხალხებსა და ისტორიებთან შესახვედრად მან ოცდაათამდე ქვეყანა მოიარა, რამაც მისი მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბა. ორელიენი ფოტოებში, სხვადასხვა ეპოქების არქიტექტურული შენობების ფონზე, გვაცნობს ჩვენი ცივილიზაციისა და მისი ცვლილებების საკუთარ ხედვას.

2012 წელს მისი ფოტოსერია « სტრუქტურა და დესტრუქციები » ახალგაზრდა ტალანტების SFR-ის კონკურსის ჟიურის მოწონებას იმსახურებს. ამ თარიღიდან მოყოლებული, ის პროფესიონალი ფოტოგრაფი ხდება და საკუთარ პროექტებსა და კვლევებს ამზადებს თემაზე (როგორც თვითონ უწოდებს) - ადგილის სული.

თარიღი : 2018 წლის 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით.

მისამართი : საქართველოს ეროვნული მუზეუმი - შოთა რუსთაველის გამზირი 3, თბილისი

ინფორმაცია : აფხაზეთი - ორელიენ ვილეტის გამოფენა

აფხაზეთი
აფხაზეთი
„სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი“ გამოფენის გახსნა
„სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი“ გამოფენის გახსნა
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში
„სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი“ გამოფენის გახსნა
„სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი“ გამოფენის გახსნა
Photo: Ambassade de France en Géorgie
„სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი“ გამოფენის გახსნა
„სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი“ გამოფენის გახსნა
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში
„სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი“ გამოფენის გახსნა
„სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი“ გამოფენის გახსნა
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში
« სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი »
« სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი »
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში
« სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი »
« სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი »
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში

გამოქვეყნებულია 11/10/2018

გვერდის დასაწყისი