მევენახეობა-მეღვინეობის, ხილ-ბოსტნეულის წარმოების გამოფენა

გამოფენა SITEVI სამ დარგს აერთიანებს : მევენახეობისა და ღვინის, ზეთისხილის და ხილისა და ბოსტნეულის წარმოება. მონპელიეში, ლანგედოკ-რუსიონის რეგიონში მდებარე ეს გამოფენა ევროპის მეღვინეობის პირველ რეგიონში და ხილისა და ბოლსტნეულის წარმოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხეობაში იმართება. საერთაშორისო დონის შეხვედრები, კონფერენციები, ახალი ინვენტარის პრეზენტაციები და საფრანგეთისა და საერთაშორისო მასშტაბით ფართო გაშუქება ამ სალონს განსაკუთრებულად მდიდარსა და მრავალფეროვანს ხდის.
რამდენიმე წელია, SITEVI-ი ჩინეთსა და არგენტინაშიც გაიტანეს, რამაც მას მზარდი წარმატება მოუტანა.

2015 წლის SITEVI-ის რამოდენიმე ციფრი :

• 48 946 პროფესიონალი ვიზიტორი, მათ შორის 22% უცხოელი 61 ქვეყნიდან
• 22 სხვა და სხვა ქვეყნის 1000 ექსპონენტი კომპანია

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.sitevi.com/

publie le 28/04/2017

hautdepage