TCF-ის გამოცდები

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურის სამსახური და თბილისის ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი 2007 წლის 22 იანვარს ატარებენ TCF-ის გამოცდებს.

JPEG TCF-ი (ფრანგული ენის ცოდნის ტესტი) გახლავთ საფრანგეთის ეროვნული განათლების სამინისტროს ტესტი. იგი განკუთვნილია ნებისმიერი პირისათვის, რომელსაც სურს ფრანგული ენის ცოდნის საკუთარი დონის შეფასება.

TCF-ი სავალდებულო გახლავთ იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც ფრანგულ უნივერსიტეტში პირველ ციკლზე სურთ სწავლის გაგრძელება.

TCF-ის ქონას საფრანგეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები სისტემატურად მაშინაც ითხოვენ, როდესაც სტუდენტები ეწერებიან უნივერსიტეტის ან უმაღლესი სკოლის მეორე ან მესამე ციკლზე.

გამოცდებზე ჩაწერა შესაძლებელია ფრანგული კულტურის ცენტრში (გუდიაშვილის ქ. 10, ტელ. : 922.855) 2006 წლის 22 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე. ჩაწერის ღირებულებაა 60 ევრო. ეს თანხა ირიცხება სევრის საერთაშორისო პედაგოგიურ ცენტრში (CIEP). კანდიდატებს დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ CIEP-ს ინტერნეტ გვერდზე : www.ciep.fr

გამოქვეყნებულია 11/12/2006

გვერდის დასაწყისი