Tbilisi Pride– ის დირექტორი საქართველოს 2020 წლის მომავლის პერსონად დასახელდა

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შეთავაზებით, ბატონი გიორგი თაბაგარის კანდიდატურა შერჩეულ იქნა როგორც მომავლის პერსონა საქართველოსთვის საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. Tbilisi Pride- ის დირექტორი და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელი, ბატონი თაბაგარი სამოქალაქო საზოგადოების წევრია, რომელიც აქტიურადაა ჩართული ლგბტ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ დისკრიმინაციის და ასევე ყველა სხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მომავლის პერსონათა მოწვევის პროგრამა ირჩევს ახალგაზრდა პერსონებს მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც საშუალება ეძლევათ ერთკვირიანი სასწავლო პროგრამით ესტუმრონ საფრანგეთს. ბატონი თაბაგარი 2020 წლისთვის მთელი მსოფლიოდან მოწვეულ 65 პირს შორის მოხვდა და საფრანგეთში ვიზიტისას საშუალება ექნება ისარგებლოს სპეციალური პროგრამით, რომელიც ეხმიანება მის საქმიანობასა და აქტივობებს.

JPEG

სურათის წყარო - OC Media

გამოქვეყნებულია 24/01/2020

გვერდის დასაწყისი