VINEXPO, მსოფლიოს ყველა ღვინისა და ალკოჰოლური კომპანიის პარტნიორი

1981 წელს დაარსებული VINEXPO დღეს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული გამოფენაა. ყოველ მეორე წელიწადს, ექსპონენტები და მყიდველები მთელი მსოფლიოდან ერთი კვირის მანძილზე ხვდებიან ერთმანეთს მსოფლიოს სახელგანთქმული ვენახების გულში : ბორდოში.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყველა პროფესიაა აქ წარმოდგენილი, მწარმოებლებიდან დაწყებული სასწავლო დაწესებულებებით დამთავრებული, მათ შორის ავია კომპანიების ნეგოციანტები და შემსყიდველი აგენტები.

2015 წელს, სულ მცირე 48 500 ვიზიტორი ეწვია გამოფენის რიგებს. 36 980მ²-ზე 2 350 ექსპონენტი 42 ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი. VINEXPO-ს მსოფლიო მნიშვნელობას ისიც ადასტურებს, რომ გამოფენის მონაწილეთა 36%-ზე მეტი საერთაშორისო ბაზრის წარმომადგენლები იყვნენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის : www.vinexpo.com
PNG

publie le 26/04/2017

hautdepage