VITeff : შუშხუნა ღვინისადმი მიძღვნილი ერთადერთი გამოფენა

ეს უნიკალური შეხვედრის ადგილია მსოფლიოში, სადაც 450-ზე მეტი კომპანია იყრის თავს შუშხუნა ღვინის ტექნოლოგიების სფეროში საკუთარი ცოდნის წარმოსაჩენად. ოთხი დღის განმავლობაში მრავალი ატელიე, კონფერენცია და საქმიანი შეხვედრა გაიმართება დარგის პროფესიონალთა მონაწილეობით. ყველა თემატიკას დაეთმობა ყურადღება, წარმოებითა და გაყიდვით დაწყებული, ახალი ტექნოლოგიებით, დასაქმება და სწავლებით, კანონმდებლობითა და საერთაშორისო ბაზრებით დამთავრებული.

პარიზიდან 1 საათის სავალზე, შამპანის რეგიონში მდებარე საგამოფენო პავილიონის სახელწოდებაა « Le Millesium ». წელს VITeff 17-დან 20 ოქტომბრამდე გაიმართება.

2015 წლის VITeff-ის გამოფენა ციფრებში:

• 19 751 ვიზიტორი, რომელთა შორის 10% უცხოელი სტუმარი 37 ქვეყნიდან
• 460 ექსპონენტი და მათ შორის 15% უცხოელი
• 27 500მ2 საგამოფენო სივრცე

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.viteff.com/fr/rubrique1.html
JPEG

publie le 26/04/2017

hautdepage