საზღვარგარეთ მცხოვრები ფრანგების რეგისტრაცია

საზღვარგარეთ მცხოვრები ფრანგების რეგისტრაცია

- ზოგადი ინფორმაცია

საზღვარგარეთ მცხოვრები ფრანგების რეგისტრაცია მარტივი ადმინისტრაციული ფორმალობაა, რომელსაც მრავალი უპირატესობა აქვს. მართლაც, 2003 წლის 31 დეკემბრის დეკრეტი # 2003-1377 -ის მე-2 მუხლი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები ფრანგების რეგისტრაციას ეხება, საშუალებას იძლევა :
- გამარტივდეს ადმინისტრაციული ფორმალობის შესრულება;
- თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდეს ზოგიერთი პროცედურა თუ დახმარება, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრებას ეხება;
- მიიღოთ საკონსულოდან ინფორმაცია.

დარეგისტრირება არაა აუცილებელი, მაგრამ ცალსახად რეკომენდირებულია.

რეგისტრაცია უნდა მოთხოვოთ თბილისში საფრანგეთის საელჩოში შემდეგნაირად:

ან პირდაპირ გამოცხადდებით თბილისში საფრანგეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში: კეწანისის ქ. 49; 0114 თბილისი

სამუშაო დღეებია: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 14 დან 18 სთ მდე.

ელექტრონული ფოსტის მისამართი:

dramane.coester@diplomatie.gouv.fr

manuela.ruiz@diplomatie.gouv.fr

ფაქსი: 00995 32 98 71 15

საფოსტო მისამართი: კეწანისის ქ. 49; 0114 თბილისი

რათა დარეგისტრირდეთ როგორც საზღვარგეთ მცხოვრები ფრანგი, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს:

პირადობა, საფრანგეთის მოქალაქეობა, ცხოვრება საკონსულოს საქმიანობის გავრცელების არეზე.

ფოსტაში წასვლამდე ან ელ. ფოსტითა თუ ფაქსით დარეგისტრირებამდე, გამოგადგებათ ანკეტა (მოცემულია ქვემოთ) რომელსაც დაურთავთ არჩეული ანკეტის მიხედვით საბუთების ჩამონათვალს (ელ.ფოსტით, ფაქსით ან საფოსტო გზავნილით).

ელ. ფოსტით, ფაქსითა თუ საფოსტო გზავნილის სახით გაგზავნილი საბუთების ორიგინალების წარდგენა შეიძლება საჭირო გახდეს. სავარაუდოდ, შესაძლებელია მოითხოვონ სხვა დამატებითი საბუთების, ქორწინების მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლები, რათა დაამტკიცოთ, რომ იმყოფებით ქორწინებაში ან გყავთ შვილები.

Word - 275 ko
(Word - 275 ko)

publie le 14/03/2013

hautdepage