ლიტერატურული კონკურსი «სხვა სიტყვა» :საფრანგეთში მოგზაურობა ფრანგულად მოსაუბრეებისათვის

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურის განყოფილება და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) აწყობენ კონკურსს «სხვა სიტყვა», რომელიც განკუთვნილია AUF-ის წევრი უნივერსიტეტების ფრანგულენოვანი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის (AUF-ის წევრები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

კონკურსის მონაწილეებმა მოცემულ პატარა ტექსტში არსებითი სახელების მაქსიმალური რაოდენობა სინონიმებით უნდა ჩაანაცვლონ.

პირველი პრიზი გახლავთ 2007 წლის 6-დან 10 ივნისამდე საფრანგეთში, შარიტე-სიურ-ლუარში «წიგნის ქალაქის» ფესტივალზე გამგზავრება. პრიზიორები (მე-2-დან მე-20 ადგილამდე) წიგნებს მიიღებენ საჩუქრად.

დაინტერესებულ პირებს კონკურსის პირობებისა და შესაცვლელი ტექსტის ნახვა შეუძლიათ ვებ-გვერდზე : www.l-autre-mot.auf.org
ამ კონკურსთან დაკავშირებით AUF-ის ფრანგი ექსპერტი თბილისის ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში (გუდიაშვილის ქ. 10) 2007 წლის 18 და 19 აპრილს, 14-დან 17 საათამდე ლიტერატურულ სახელოსნოებს გამართავს.

publie le 01/08/2007

hautdepage